მცირე რიცხოვანი, აქტიური ბირთვების მქონე გალაქტიკები, რომელთაც სახელი ობიექტ BL Lacertae-ს(ხვლიკის BL) მიხედვით შეარქვეს.
BL Lacertae 1929 წელს ასტრონომმა კ. ჰოფმეისტერმა აღმოაჩინა და ცვლადი ვარსკვლავების კლასს მიაკუთვნა იგი. ზოგიერთი მსგავსი ობიექტი RW Tau, X Com, АР Lib, ასევე ცნობილი იყვნენ როგორც ცვლადი ვარსკვლავები. მოკლე ფოკუსიანი ტელესკოპებით გადაღებულ ფოტოებზე ლაცერტიდებს ვარსკვლავისმაგვარი სახე აქვთ. მათი მთვარი დამასასიათებელი ნიშანი ელვარების ცვლილებაა, რომელიც ოპტიკურ დიაპაზონში 4-5m–ს აღწევს(ნათობის ცვლილება 100-ჯერ). ითვლებოდა, რომ ლაცერტიდები შეიძლება ჩვენი გალაქტიკის შემადგენლობაში მყოფი უჩვეულო ვარსკვლავები ყოფილიყვნენ, თუმცა ამჟამად მათ არაგალქტიკურ ობიექტებს აკუთვნებენ. 1984 წლისთვის 50 ლაცერტიდი იყო ცნობილი.
ფოტოებზე, რომლებიც ყველაზე დიდი ტელესკოპებითაა გადაღბული, ლაცერტიდების გარშემო, როგორც წესი, მტვროვანი გარსები ჩანან, ამ მხრივ ისინი ჰგვანან კვაზრებს(ბლაზარი). ყველა ლაცერტიდებს შესამჩნევი რადიოგამოსხივება გააჩნიათ, ისიც, როგორც წესი, ცვლადია. მათი საიდუმლოს ამოხსნა ელვარე ბირთვის გარშემო არსებული ხსენებული მტვროვანი გარსის სპექტრის მიღების მერე მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ სპექტრი შეიცავს შთანთქმის ხაზებს, რომლებიც მზის მახლობლად მყოფი ვარსკვლავების მსგავსია და ამით ჩვეულებრივი ელიფსური გალაქტიკების სპექტრს შეესაბამება. წითელი წანაცვლება, გაზომილი შთანთქმის ხაზებით, შორეულ გალქტიკებს შეესაბამება, თუმცა არა ისე შორეულებს, როგორებიც კვაზარები არიან. მაგალითად, BL Lacertae-ს წითელი წანაცვლება 0,07 შეადგენს, რაც 280(960 მლნ. სინ.წელი) მეგაპარსეკს შეესაბამება.
ლაცერტიდებისთვის დამახასითებელია უწყვეტი სპექტრი, ემისიური ხაზების გარეშე. სპექტრის ხარისხობრივი ხასიათი და გამოსხივების ძლიერი პოლარიზაცია(30-40%), სშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ეს სინქროტრონული გამოსხივებაა. ლაცერტიდების ბირთვებში, მაგალითად, სეიფერტის გალაქტიკებისაგან განსხვავებით, ემისიური ხაზების მომცემი გაზის გარსი არ არის. ასეთი ხაზების არ არსებობა ან გაზის ნაკლებობას უკავშირდება, ან აგზნების სპეციფიურ პირობებს(გაზი არის, ოღონდ არ ჩანს). გაზის არ არსებობა და სპექტრის სინქროტრონული ხასიათი, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ გამოსხივება ცენტრალური წყაროს ყველაზე უფრო შიდა ნაწილებიდან მოდის. გამოსხივების ცვალებადობისთვის დამახასითებელი დრო, რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე, მათი ზომების შეფასების საშუალებას იძლევა – დაახლოებით 0,1057 სინათლის წელი.
ლაცერტიდების ტიპის გალაქტიკები, ელვარე ბირთვებით.
ლაცერტიდების ტიპის ობიექტთა გენეზისი, ალბათ, გალაქტიკების აქტიური ბირთვების წარმომავლობის საერთო კონცეფციის ჩარჩოებში უნდა განვიხილოთ. დღევანდელი დღისთვის ყველაზე უფრო გავრცელებულია მასიური გალქტიკის ცენტრში მყოფი შავი ხვრელის მოდელი. ეს მოდელი დამზერადი თავისებურებების მთელ რიგს ხსნის. მოდელის მიხედვით ლაცერტიდების ცენტრი ენერგიას შავ ხვრელზე აკრეცირებული გაზებით იღებს. გაზების მიღება კი ვარსკვლავებიდან ხდება, რომელთაც ცენტრალური მასიური ობიექტი მძლავრი გრავიტაციით შლის. ხვრელის მასის ზრდასთნ ერთად იზრდება მისი გრავიტაციული რადიუსიც. დაახლოებით მზის 5×108 მასის დროს გრავიტაციული რადიუსი მოქცევის რადიუსის ტოლი ხდება, ანუ მანძილის ტოლი, რომელზეც ვარსკვლავი მოქცევის ძალების ზემოქმედებით იშლება. შემდეგ უკვე, ხვრელი ვარსკვლავებს დაუშლელად შთანთქავს. ესეიგი ევოლუციის გვიანდელ სტადიაზე ბირთვის გარშემო გაზური გარსი აღარ არის და გამოსხივებაში უწყვეტი სპექტრი დომინირებს, რომელიც ცენტრალური წყაროს უშუალო სიახლოვეში წარმოიქმნება. ამ თვალსაზრისით ლაცერტიდები გიგანტური ელიფსური გალქტიკების ევოლუციით შორს გასული მასიური ბირთვები არიან.