ასტრონომებმა დღევანდელი დღისთვის ყველაზე უფრო ზუსტი მტლკიცებულება მიიღეს გალაქტიკა ანდრომედასა და ირმის ნახტომის სამომავლო შეჯახების შესახებ. ამ მასშტაბური კვლევისადმი მიძღვნილი ერთბაშად სამი სტატია დაიბეჭდება ჟურნალ The Astrophysical Journal-ში, ხოლო მოკლედ ამის შესახებ Nature News-ზე დაიწერა.
გალაქტიკა ანდრომედა(ასევე ცნობილი სახელით ანდრომედას ნისლეული) დედამიწიდან 2,5 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ეს ირმის ნახტომთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე დიდი გალაქტიკაა. მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ მომავალში ეს გალაქტიკა ჩვენსას შეეჯახება, თუმცა ამ ფაქტის ზუსტი მტკიცებულობები მაშინ არ არსებობდა(მიუხედავად ამისა ჰიპოთეზა საკმაოდ პოპულარული გახდა, მათ შორის ფანტასტიკურ ლიტერატურაშიც).
ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა ანდრომედას 12 ათასი ვარსკვლავის მოძრაობა გამოიკვლიეს. კერძოდ, მათ მნათობთა განივი მოძრაობის სიჩქარის დადგენა შეძლეს, არა მარტო რადიალურის, როგორც ადრე.
ახალ მონაცემებზე დაყრდნობით შეჯახების თარიღი დაზუსტდა – ეს დაახლოებით 4 მილიარდი წლის მერე მოხდება(ძველი გამოთვლებით 3-5 მილიარდი წელი). ამ პროცესის დინამიკის კომპიუტერული მოდელირებით ასევე დადგინდა, რომ შეჯახება მზის სისტემას ახალი გალაქტიკის კიდეზე გაისვრის – მზე პლანეტებთან ერთად ახლანდელ მდებარეობას 26 ათასი სინათლის წლით დაშორდება.
დაახლოებით ასეთი იქნება ღამის ცა, სანამ ორივე გალაქტიკა ერთ დიდ გალაქტიკად გაერთიანდება.
ამასთან ერთად 0,1 ალბათობით მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან 160 ათასი სინათლის წლის მანძილზე აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ მოდელირებითვე დადგინდა ჯუჯა გალაქტიკა(რომლებიც ჩვენი გალაქტიკის მახლობელ კოსმოსში ბევრია) M33-ის 9 პროცენტიანი შანსი ანდრომედაზე ადრე შეეჯახოს ირმის ნახტომს.