ყველაზე დიდები

 კოსმოსური ობიექტების ზომებზე ლაპარაკს მაშინ აქვს აზრი, თუ მათ კატეგორიებად დავყოფთ. მაგალითად, მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა არის იუპიტერი, თუმცა ასტრონომებისთვის ცნობილ ყველაზე დიდ პლანეტებთან შედარებით ის ”ბავშვად”, ან უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ”მოზარდად” მოგვეჩვენოს. პლანეტა TrES-4-ის დიამეტრი 1,8 ჯერ დიდია იუპიტერისაზე. ამასთან ერთად TrES-4-ის მასა იუპიტერის მხოლოდ 88% შეადგენს, ანუ ამ უცნაური პლანეტის სიმკვრივე საცობის სიმკვრივეზე ნაკლებია.

 TrES-4 ზომის მიხედვით დღევანდელი დღისთვის აღმოჩენილ პლანეტებს შორის მეორე ადგილს იკავებს(სულ 1235-ზე მეტი ეკზოპლანეტაა აღმოჩენილი) – ჩემპიონად WASP-17b ითვლება. მისი დიამტერი იუპიტერისას ორჯერ აჭარბებს, თუმცა ჩვენი პლანეტარული სისტემის გიგანტზე მსუბუქია. ჯერჯერობით ასტრონომებმა არ იციან როგორია ამ ”გაბერილი” პლანეტების შემადგენლობა.

 ყველაზე დიდ ვარსკვლავად ითვლება მნათობი სახელად დიდი ქოფაკის VY. ამ წითელი ჰიპერგიგანტის დიამეტრი 3 მილიარდ კილომეტრს უტოლდება – მასში 1,8 ათასიდან 2,1 ათასამდე მზე ჩაეტევა(ჩვენი მნათობი ხომ ჯუჯა ვარსკვლავია). ვარსკვლავი მომავალში ჰიპერახლად აფეთქდება, თუმცა ის ძალიან შორსაა და დედამიწელთათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.(ყველაზე მასიურია RMC 136a, ის ირმის ნახტომის მეზობელ ჯუჯა გალაქტიკაში, მაგელანის დიდ ნისლეულში, მდებარეობს.

 ყველაზე დიდი ზომის გალაქტიკებს ელიფსური ფორმა აქვთ. ასტრონომთა უმრავლესობა თვლის, რომ ასეთი გალაქტიკები ორი სპირალურის შეჯახებებით ფორმირდებიან, თუმცა შეიძლება არსებობდეს სხვა მექანიზმიც. დღეისათვის ყველაზე დიდ გალაქტიკად ითვლება IC 1101, ის ლინზასმაგვარი გალაქტიკების კლასს ეკუთვნის(შუალედური ფორმა ელიფსურსა და სპირალურს შორის). სინათლე ამ გალაქტიკის ერთი ბოლოდან მეორემდე მიღწევას 6 მილიონი წელი უნდება!!! ირმის ნახტომს სინათლის სხივი 60-ჯერ სწრაფად გადის.

 კოსმოსის ყველაზე უფრო დიდი სიცარიელეები – რეგიონები გალაქტიკათა გროვებს შორის, რომლებშიც ფაქტიურად არანაირი ციური სხეული არაა, გაცილებით დიდები არიან ნებისმიერ სხვა კოსმოსურ ობიექტებზე. 2009 წელს აღმოჩენილ იქნა ერთი ასეთი სიცარიელე, რომლის დიამეტრი 3,5 მილიარდი სინათლის წელია. ამ გიგანტებთან შედარებით, ადამიანებთან უახლოესი კოსმოსური ობიექტი, საერთაშორისო კოსმოსური სადგური, წერტილზე პატარაა – მისი სიგრძე, უფრო სწორედ სიგანე სულ რაღაც 109 მეტრია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.