ვოიდი

 ადგილები სამყაროში, რომლებშიც ძალიან ცოტაა ან საერთოდ არ არის გალაქტიკები. მდებარეობს ფილამენტებს(კლასტერების, გროვათა გროვების, დამაკავშირებელი თხელი გალაქტიკური სტრუქტურები) შორის, დამახასიათებელი ზომებით 10-150 მეგაპარსეკი. სამყაროს უფრო მკვრივი რეგიონების ვოიდები, როგორც წესი, სამყაროს გაიშვიათებული რეგიონების ვოიდებზე პატარაა.

ცის სლოანისეული ციფრული დამზერის პროექტით მიღებული გამოსახულება.

 დედამიწა, წვერთან მდებარეობს, ხოლო ყველაზე უფრო შორეული ობიექტები 1,3 მილიარდი სინათლის წლის იქეთ არის. წითელი წერტილებით, ხნიერი ვარსკვლავებით დასახლებული გალაქტიკებია აღნიშნული, ცისფერი წერტილებით კი გალაქტიკები ახალგაზრდა ვარსკვლავებით. გალაქტიკები სხვადასხვა ფორმის გროვებში არის თავმოყრილი, რომელთა შორისაც ცარიელი სივრცეები, ე.წ. ვოიდებია. ახალი კვლევების მიხედვით, ეს ვოიდები არც ჩვეულებრივ და არც ბნელ მატერიას არ შეიცავს, ხოლო მათი ზომა და ფორმა, ახალგაზრდა სამყაროში გრავიტაციის ზემოქმედებით ბნელი მატერიის თანაბარი განაწილების თეორიას ეთანხმება(სამყაროს 3D რუკა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.