ამო თუ მზიური ტორნადო?

“უცხოპლანეტელთა ხომალდი“ მზის გვერდით, აღმოჩენილი მზის ობსერვატორია SDO-ს მიერ, სინამდვილეში მზის „მაგნიტური ტორნადოს“ გვირაბის შესასვლელია – ნასას კოსმოსურმა ობსერვატორიამ ასე დეტალურად პირველად დააფიქსირა იშვიათი მოვლენა ჩვენი მნათობის ატმოსფეროში.

 ადრე, ინტერნეტ-მომხმარებლებმა საზოგადოებისთვის წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც SDO-მ გადაიღო, გიგანტური შავი სფერო აღმოაჩინეს, მზის ზედაპირთან შემაერთებელი მოშავო ზოლით. ასეთმა „საწვავ გასამართ სადგურთან მიერთებულმა ამომ“, ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მაშინ.

 ეს იშვიათი მოვლენაა, ისეთივე იშვიათი, როგორც სფერული ელვა დედამიწაზე. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის მაგნიტური მორევი, ტორნადო, რომელიც მზის ზედაპირის გასწვრივ ვრცელდება და ნივთიერებებს კოსმოსში აფრქვევს. ჩვენ, მის განივკვეთს, ხსენებულ გვირაბში შესავლელს  ვხედავთ. დედამიწისეული ქარბორბალასგან განსხვავებით, ის არა ვერტიკალურადაა მიმართული, არამედ ჰორიზონტალურად, მზის ზედაპირის გასწვრივ. ეს ხვეული მატერიას გარეთ გამოტყორცნის, ამიტომ ნივთიერებებისგან გამონთავისუფლებული ადგილი გვირაბში შესასვლელს ემსგავსება, რომელიც მზის გვირგვინშია გაჭრილი. ის იდეალურად მრგვალია, აქვს მკაფიო საზღვრები.

 ასეთი ჩახვეული ცილინდრი მზის ზედაპირის გასწვრივ შეიძლება ასეულ ათასობით კილომეტრზე გაიწელოს, 20 ათასი კილომეტრის სიგანის „გვირაბით“(აქტიური მზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.