ალბათ გახსოვთ 2000 წლისთვის აღსასრულის მოლოდინი? მან ყოველგვარი განსაკუთრებული შემთხვევების გარეშე ჩაიარა.
2017 წლის 21 დეკემბერს სამყაროს აღსასრული არ იქნება. თუმცა ამ დღეს იქნება კიდევ ერთი ყოველწლიური ზამთრის მზის დგომის მოვლენა, ის დედამიწის ჩამოყალიბების დღიდანვე არსებობს.
როგორც „2000 წლის პრობლემა“, 2012 წლისთვის ნავარაუდევი აღსასრულიც დეტალურად იქნა შესწავლილი. ნასას სპეციალისტები 2012 წელთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობენ.
კითხვა: ელის თუ არა რაიმე საფრთხე 2012 წლისთვის დედამიწას? ბევრი ინტერნეტ საიტი ამტკიცებს, რომ სამყარო დაიღუპება.
პასუხი: არაფერი ცუდი 2012 წელს დედამიწას არ დაემართება. ჩვენი პლანეტა 4 მილირდ წელზე მეტია არსებობს და მთელი მსოფლიოს მეცნირები 2012 წლისთვის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ.
კითხვა: რას ეფუძნება წინასწარმეტყველება 2012 წლის აღსასრულზე?
პასუხი: ყველაფერი დაიწყო მტკიცებიდან, რომ ნიბირუ, ვითომ შუმერების მიერ აღმოჩენილი ჰიპოთეტური პლანეტა, დედამიწისკენ მოემართება. ჯერ კატასტროფას 2003 წლის მაისში ელოდნენ, თუმცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა, ის ამჯერად 2012 წლისთვის გადაწიეს. შემდეგ ეს გამონაგონი მაიას კალენდარსაც დაუკაშირეს, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ციკლის დასასრული სამყაროს დასასრულს დაუკაშირეს. ზამთრის მზის დგომა – აი საიდან იქნა აღებული თარიღი 2012 წლის 21 დეკემბერი.
კითხვა: მთავრდება თუ არა მაიას კალენდარი 2012 წლის დეკემბერში?
პასუხი: კედლის კალენდარი 31 დეკემბერს მთავრდება, თუმცა ამით სამყაროს აღსასრული არ დამდგარა. ახალ წელს თქვენ ახალ კალენდარს ჩამოკიდებთ, რომელიც 1 იანვრით იწყება. ასევე არ მთავრდება მაიას კალენდარი 2012-ის 21 დეკემბერს. ეს კალენდრის ერთ-ერთი დიდი ციკლის დასასრულია, მის შემდეგ იწყება ახალი ციკლის ათვლა.
კითხვა: შეიძლება მოხდეს რამე, როცა პლანეტები ისეთნაირად ეწყობიან, რომ დედამიწაზე ახდენენ ზეგავლენას?
პასუხი: მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პლანეტების არანაირი განსაკუთრებული წყობა არ იქნება. ასეთი წყობის დროსაც ისინი ვერანაირ მნიშვნელოვან ზეგავლენას დედამიწაზე ვერ ახდენენ. არც გალაქტიკის სიბრტყეს არ გადაკვეთს დედამიწა 2012 წელს. ყოველი წლის დეკემბერში მზე, დედამიწა და ჩვენი გალაქტიკის ცენტრი დაახლოებით ერთ ხაზზე აღმოჩნდებიან ხოლმე, თუმცა ამით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
კითხვა: არსებობს პლანეტა ან ყავისფერი ჯუჯა, სახელად ნიბირუ, პლანეტა Х, ან ერიდა, რომელიც დედამიწას უახლოვდება და ჩვენი პალეტისთვის საფრთხეს წარმოადგენს?
პასუხი: ნიბირუსა და სხვა გზააბნეული თანამგზავრების ისტორია ინტერნეტში მოგონილი ტყუილია. ამ მტკიცებულების სასარგებლოდ არც ერთი რეალურთან ახლო მონაცემი არ არსებობს. პლანეტის ზომის ობიექტი რომ გვიახლოვდებოდეს, მაშინ მას ასტრონომები 10 წლით ადრე მაინც აღმოაჩენდნენ, ახლი კი უკვე შეუიარაღებელი თვალითაც უნდა ჩანდეს. რა საკვირველია, ის არ არსებობს. ერიდა ნამდვილად არსებობს, ის პლუტონისმაგვარი ჯუჯა პლანეტაა, რომელიც მზის სისტემის გარე ნაწილში იმყოფება და არ ტოვებს თავის ორბიტას, იქამდე მანძილი 6,5 მილიარდი კილომეტრია.
კითხვა: რა არის პოლუსების გადადგილების თეორია? მართალია, რომ დედამიწის მაგნიტური პულუსები 180 გრადუსით რამდენიმე დღეში ან საათში შეიძლება შემობრუნდეს?
პასუხი: დედამიწის ბრუნვის მიმართულების ცვლილება საწინააღმდეგოზე შეუძლებელია. კონტინენტები ძალიან ნელა მოძრაობენ(მაგალითად, ანტარქტიდა ეკვატორთან ახლოს ასეულობით მილიონი წლის წინათ იყო), თუმცა ამას არანაირი კავშირი არა აქვს დედამიწის ბრუნვის მიმართულებასთან. ზოგიერთი იტერნეტ საიტი ამტკიცებს, რომ თითქოს არსებობს კავშირი დედამიწის ბრუნვასა და მის მაგნიტურ პოლარულობას შორის. მაგნიტური ველის პულარულობა ნამდვილად იცვლება, ეს საშუალოდ 400 ათას წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ეს სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მთავარია ველი იყოს, ხოლო საით იქნება ჩრდილოეთი პოლუსი დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მომავალი ათასწლეულის განმავლობაში ამ მოვლენის მოხდენის ალბათობა ძალიან მცირეა.
კითხვა: არსებოსბ თუ არა ასტეროიდთან შეჯახების საფრთხე 2012 წლისთვს?
პასუხი: დედამიწა მუდმივად ეჯახება ასტეროიდებსა თუ კომეტებს, თუმცა დიდი ზომის ობიექტთან შეჯახება იშვიათად ხდება. უკანასკნელი დიდი შეჯახება 65 მილიონი წლის წინათ მოხდა, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. ნასას მეცნიერები მუდმივად აკონტროლებენ ცას, პროგრამით „კოსმოსური დაცვა“. მისი მიზანია – აღმოაჩინოს დიდი ზომის ასტეროიდები შეჯახებამდე დიდი ხნით ადრე. პროგრამას ასეთი ობიექტი არ აღმოუჩენია, მით უმეტეს ისეთი, რომელიც 2012 წელს შეიძლება ჩამოვარდეს.
კითხვა: რას ფიქრობენ ნასას მეცნიერები გარდაუვალი აღსასრულის შესახებ?
პასუხი: ყოველგვარ წინასწარმეტყველებას 2012 წლის აღსასრულის შესახებ არანაირი კავშირი არა აქვს მეცნიერებასთან. რაც არ უნდა დაწერონ წიგნებსა თუ ინტერნეტში, ან გადაიღონ ფილმები, ვერაფერი შეცვლის ამ უბრალო ფაქტს.
კითხვა: წარმოადგენენ თუ არა საფრთხეს გიგანტური მზიური ქარიშხლები, რომლებიც 2012 წლისთვისაა მოსალოდნელი?
პასუხი: არსებობს მზის აქტიურობის რეგულარული ციკლი, 11 წლიანი მაქსიმუმებით. ამ მაქსიმუმებთან ახლოს მზიურ ანთებებს შეუძლიათ კავშირგაბმულობის დარღვევა, ისიც თანამგზავრული კავშირის. მომავალი მაქსიმუმი 2012-2014 წლებში დადგება, თუმცა ეს იქნება აქტიურობის ჩვეულებრივი ციკლი, არაფრით გამორჩეული წინა ციკლებისგან.