შავი ხვრელიდან ამოტყორცნილი გაზები, ზარბაზნის ბირთვებს ჰგავს

 გაზის მძლავრი ჭავლების სიჩქარე ისეთი მაღალია, რომ ისინი ზარბაზნიდან გასროლილ ბირთებს შეიძლება შევადაროთ.

 ეს ფენომენი ასტრონომებმა ჩვენი პლანეტიდან 28 000 სინათლის წლის იქეთ დაინახეს. კვლევის ობიექტებად იქცნენ შავი ხვრელი სხელად H1743-322 და მისი კომპანიონი ვარსკვლავი. ორივე ობიექტი ჯერ კიდევ შორეულ 1977 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერთა აზრით ხვრელის მასა 5-10 მზის მასის ექვივალენტურია. ეს შავი ხვრელი საათში გარემო სივრცეში იმდენ მატერიას აფრქვევს, რამდენსაც ჩვენი მზე 5 წლის განმავლობაში.

(ილუსტრაცია).

 მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სიჩქარე, რომლითაც გაზები ხვრელიდან ამოდის, სინათლის სხივის სიჩქარის მეოთხედს უტოლდება. ბინარულ სისტემაში, შავ ხვრელს შეუძლია მეზობელი ვარსკვლავიდან მიიღოს ენერგია და მისი დახმარებით, ეკვატორის გარშემო მბრუნავი გაზური დისკო წარმოქმნას. თავის მხრივ, როცა გაზები დისკოდან ხვრელში გადადის, ხვრელი პასუხად გავარვარებული გაზების ჭავლებს აფრქვევს.

 გრეგორი სივაკოვის თქმით(კანადის უნივერსიტეტი):”ზოგჯერ, ხვრელის მიერ გამოტყორცნილი გაზის ნაკადები, ნამდვილი ზარბაზნიდან ნასროლ ბირთვებს ემსგავსება ხოლმე”. ასტრონომებს ისღა დარჩენიათ, გაზური დისკოების აჩქარების მექანიზმი და ის პერიოდები გაარკვიონ, რომელითაც ეს კოსმოსური ზარბაზანი ხსენებულ ბირთვებს ისვრის.

httpv://www.youtube.com/watch?v=jYiWNLv-Bgg

2 comments

  1. გამარჯობა, თუ შავი ხვრელის გრავიტაცია სინათლის სხივსაც აჩერებს, მაშინ გაზების ამოფრქვევა რატომ ხდება

  2. რაც მოვლენათა ჰორიზონტს გარეთ არის, შეუძლია გაექცეს ხვრელს. მას არ შეუძლია ყველაფერის ერთბაშად შთანთქმა, არსებობს შესაბამისი ზღვრული მნიშვნელობა. მოგვძებნეთ ფეისბუკში – ასტრონომიის მოყვარულთათვის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.