ჯეიმს ვებს 2014 წელს გაუშვებენ

მართალია ამ ტელესკოპს 2014 წელს გაუშვებენ მარა გარკვეული კამათი მაინც მიმდინარეობს მის შედეგებზე. ტელესკოპი მისი წინამორბედის Hubble-სგან განსხვაებით ინფრა-წითელ სურათებს გადაიღებს.გადახედეთ სტატიას. 

მზის მთლიანი გამოსახულება

  მზის შორეული მხრის დეტალური გამოსახულება მიღებულ იქნა 2011 წლის 2 თებერვალს, ორი თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების ერთმანეთთან “მიკერების” შემდეგ. ცენტრში შავი ზოლი არის ადგილი, რომელიც შეივსება 6 თებერვალს გადაღებული კადრების დამუშავების შემდეგ(NASA-ს ფოტო).

NASA-მ დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას ახსნა მოუძებნა

სპეციალისტთა გაერთიანებულმა ჯგუფმა ამერიკის ოთხი ინსტიტუტიდან, რომელსაც ნასა აფინანსებს, შეადარა ე.წ. მაღალსიდეროფილური ელემენტების შემცველობა დედამიწის ქერქსა და მანტიაში, აგრეთვე მთვარის და მარსული მეტეორიტების შემადგენლობაში.

ბნელი მატერია

 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბნელი მატერია ძალიან უცნაური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ამჟღავნებს. თანამედროვე შეფასებით ეს მატერია სამყაროს 23-25% იკავებს, 70-73% ბნელ ენერგიაზე მოდის და მხოლოდ 4-5% ჩვეულებრივ მატერიაზე, რომლისგანაც შევდგებით ჩვენც და ყველაფერი ხილული სამყაროდან. იდეა ბნელ მატერიაზე მაშინ გაჩნდა, როცა ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკებში ნივთიერების ნაკლებობა, რომლის ზემოქმედება მაინც იგრძნობოდა, ანუ მიზიდულობის ძალებს აძლიერებდა რაღაც დამალული მასა.

მერკური

 მერკურის ზედაპირი ძალიან გავს მთვარისას. არის უსასრულო, ვულკანური წარმოშობის ვაკეები,

ათასობით ახალი ასტეროიდი

ასტრონომებმა მზის სისტემაში დაახლოებით 33 ათასი აქამდე უცნობი ასტეროიდი და 20 კომეტა აღმოაჩინეს. ყველა ეს ობიექტი ორბიტალურმა ტელესკოპმა WISE-მ მოძებნა, რომელიც ამჟამად თავისი მისიის “სითბურ”(ის ინფრაწითელ დიაპაზონზე მუშაობს) ნაწილს ასრულებს.