ბუნებრივი მოვლენა,რომელიც მრავალი ათასი წლის განმავლობაში არა მარტო ადამიანებში იწვევდა და დღესაც იწვევს შიშსა და გაკვირვებას არის ელ-ჭექი. რომაელები თვლიდნენ,რომ ელვა ღმერთთა ღმერთის – იუპიტერის მუქარა იყო…
წელი: 2011
ბერმუდის სამკუთხედი (თამთა)
ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.
სტეფანის კვინტეტი
დღევანდელ სურათზე წარმოდგენილია ყველაზე პირველად აღმოჩენილი კომპაქტური გალაქტიკური ჯგუფი – სტეფანეს კვინტეტი. გამოსახულება შედგენილია ”ჰაბლის მემკვიდრეობის” სახელით ცნობილი მონაცემებით. ეს ჯგუფი დედამიწიდან 300 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ხუთიდან მხოლოდ ოთხი მდებარეობს სინამდვილეში ერთმანეთთან ახლოს. ზედმეტი გალაქტიკის შემჩნევა არ არის ძნელი.
ასტეროიდები
ქვები კოპსმოსიდან დედამიწაზე ყოველ დღიურად ცვივა. თუმცა რაც უფრო დიდია ქვა, მით უფრო იშვიათია ასეთი შეჯახებები. კილოგრამობით ასეთი მტვერი ცვივა დედამიწაზე. ყველაზე დიდი ნაწილაკები ატმოსფეროში შემოსვლის დროს კაშკაშა მეტეორიტებად იქცევიან ხოლმე. ქვები და გაყინული მეტეორიტები სწრაფადვე ოქრთქლდებიან ატმოსფეროში შემოსვლისას და ზედაპირამდე ვერ აღწევენ. საფრთხეს წარმოადგენენ კლდოვანი ნამსხვრევები 100 მეტრზე მეტი დიამეტრებით, რომლებიც დედამიწას დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში ერთხელ სტუმრობენ.
თოვლის ფიფქივით
დიდი ელიფსური გალაქტიკები შესაძლებელია თოვლის ფიფქის პრინციპით იზრდებიან ზომებში. ამ უღიარებელი ჰიპოთეზის სასარგებლო მტკიცებულება იპოვა ასტრონომთა ჯგუფმა, რომელთა ნაშრომი ჯერჯერობით არ ქვეყნდება მეცნიერულ ჟურნალში.
ვენერა
მასა: 0,815 დედამიწის მასისა ( 4,8•1023 კგ) საშუალო რადიუსი: 6 050 კმ დიამეტრი: 0,949 დედამიწის დიამეტრისა ( 12 102 კმ ) დაშორება მზიდან: 0,723 ა.ე. ( 108,2 მლნ. კმ) ერთი ბრუნი ღერძის გარშემო: 243,1 დღე ორბიტის გარშემო: 224,7 დღე ღამე ორბიტაზე მოძრაობის საშუალო სიჩქარე: 35,03 კმ/წმ თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 8,9 მ/წმ.კვადრატი.
რა აღარ ცვივა ციდან
1957 წელს იყო დიდი ყვითელი თაგვების წვიმა ნორვეგიის ქალაქ ბერგენში
1873-77 წლებში, Scientific Amercan-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარიშხლის მერე ბაყაყებმა დაფარეს კანზას-სითის ქუჩები და რომ გველების წვიმა მოვიდა მემფისში(ტენესი).
ვაკუუმის ხახუნი
ზემოქმედების მაჩვენებელი დამოკიდებულია ნივთიერების შემადგენლობაზე(გრაფიტი იფრო სწრაფად მუხრუჭდება ვიდრე ოქრო), მის მაგნიტურ პოლარიზაციაზე და სხვა რიგ პარამეტრებზე. რაც უფრო მაღალია, მით სწრაფად ხდება დამუხრუჭება. ვერტიკალურად ნაჩვენებია – გაჩერების დრო(წამები), ჰორიზონტალურად – ტემპერატურა (კელვინებში)(ილუსტრატორები Alejandro Manjavacas, F. Javier Garcia de Abajo).
ვაკუუმში მბრუნავი ნაწილაკები ნელ-ნელა უნდა დამუხრუჭდნენ, მაშინაც კი, როცა მათ გარშემო არანაირი გაზი არაა. ძალას, რომელიც ხახუნის ძალას გავს და ვაკუუმში წარმოიქმნება კალმის წვერზე გამოიყვანეს ესპანელმა მაცნიერებმა.
ნეიტრონული ვარსკვლავი ცივდება
ზეახალის ნარჩენი კასიოპეია-ა ჩვენგან საკმაოდ შორს მდებარეობს – 11 000 სინათლის წელი. ამ ზეახალის აფეთქების შუქი, რაც მასიური ვარსკვლავის სიკვდილზე მეტყველებს, დედამიწაზე 330 წლის წინათ მოვიდა.ამ გამოსახულებაზე, რომელიც შედგენილია რენტგენის და ოპტიკურ დიაპაზონებში გადაღებული ფოტოებით, ვარსკვლავური გაზების “ნამსხვრევები” 15 სინათლის წლის რადიუსში გაიფანტნენ. ელვარე წყარო ცენტრში, უზარმაზარი სიმკვრივის ნეიტრონული ვარსკვლავია, ის რაც კოლაფსირებული ვარსკვლავისგან დარჩა(ზეახალი!!!).