10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი მთვარის შესახებ

 1. მთვარის მეორე მხარე(გავცრელებული მოსაზრების მიუხედავად) სულაც არ არის ბნელი და მზე ისევე ანათებს, როგორც ჩვენსკენ მობრუნებულ მხარეს.

 2. მთვარის ზედაპირზე არა მარტო ”აპოლონ-11”-ის ეკიპაჟი(ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი) გადავიდა, არამედ კიდევ 10 სხვა ასტრონავტიც(“აპოლონ-17” შორტის კრატერთან).

 3. ტემპერატურა მთვარის ეკვატორზე დღისით +120 °С, ხოლო ღამით -170 °С, ”მიწურებში” კი მუდმივად −50°C.

 4. ნახევარი საუკუნის წინ, მთვარის რუკაზა ჰორიზონტის მხარეებს ადგილები შეუცვალეს: აღმოსავლეთი გახდა დასავლეთი და პირიქით.

 5. ღამე მთვარის ზედაპირი ძალიან ელვარე კი გვეჩვენება, მაგრამ ის ისევე ირეკლავს სინათლეს(ალბედო), როგორც ახლადდაგებული ასფალტი.

 6. მთვარის უხილავი მხარე, ხილულზე უფრო ბნელია, რადგან ამ უკანასკნელს დედამიწა მუდმივად ანათებს.

 7. წარმოქმნის დღიდან(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ), მთვარე ნელ-ნელა შორდება დედამიწას – საშუალოდ 3 სანტიმეტრი წელიწადში(რა მოხდება, თუ დედამიწა მთვარეს დაკარგავს?).

 8. მთვარისეული წყლის ყინული არა მარტო პოლუსებთან არის აღმოჩენილი, არამედ ეკვატორულ გრუნტშიც(მაგმური წყალი მთვარეზე).

 9. მთვარის ზედაპირის პირველი რუკები ტელესკოპის გამოგონებამდეც იქმნებოდა.

 10. მომავალში, მთვარე თერმობირთვული ელექტროსადგურებისთვის საწვავის – ჰელიუმ-3-ის მოპოვების ძირითად წყაროდ შეიძლება იქცეს(წყალბადის პლაზმის პირველი ანთება სთელარატორში ვენდელშთაინ 7-Xსხვა 10 ფაქტი).

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.