თოვლი კომეტაზე

 სინამდვილეში, ნამქერში ნამდვილად არ მოხვდებოდით, ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტაზე, იგივე 67P-ს ამ კლდის პირას რომ მდგარიყავით. 2016 წელს, აპარატი ”როზეტა” მოძრაობდა რა 67P-ს გარშემო, მცირეკუთხიანი კამერით კომეტის ზედაპირთან მოძრავი მტვრისა და ყინულის ნაწილაკები გადაიღო. ზოგიერთი ელვარე წერტილი და ზოლი იმის გამო გაჩნდა, რომ კამერა მაღალი ენერგიის ნაწილაკების ”წვიმაში” მოხვდა. კადრში აღმოჩნდა დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის ზოგიერთი ვარსკვლავიც. ანიმაცია 33 კადრისგან შეიქმნა, რომელთა გადაღება 25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროს, კომეტის ბირთვსა და ”როზეტას” შორის მანძილი 13 კილომეტრს უტოლდებოდა (როზეტა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.