სამყაროს 10 გამოცანა

 ეს უკანასკნელი მეტია – არცოდნა ცოდნაზე დომინირებს, მეცნიერების ყველა მცდელობის მიუხედავად გაშიფრონ ბუნების საიდუმლოებები. ზოგჯერ მეცნიერებას ეს გამოდის და ჩვენ ვღებულობთ პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც პასუხს ბევრი მეცნიერი ეძებდა სხვა და სხვა დროსა თუ ქვეყანაში. ზოგიერთი საიდუმლოებები, მათი ფართო მასებში ”ცნობადობის” მიუხედავად მაინც გამოცანებად რჩებიან.

10. არამიწიერი ცივილიზაცია(ა.ც.)

 ზოგიერთი ადამიანი დარწმუნებულია იმაში, რომ ა.ც. არსებობს – მილიარდობით ვარსკვლავებს შორის, წარმოუდგენელია ალბათ, რომ გონიერი არსებები(ან საერთოდ სიცოცხლე) მხოლოდ დედამიწაზე გაჩნდნენ. თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, ისინი გამორიცხავენ ნებისმიერი სხვა ფორმის სიცოცხლის არსებობას, გარდა მიწიერისა. სიმართლეს დრო გამოავლენს, რადგან ამჟამად არ არსებობს ას პროცენტიანი მტკიცებულება იმისა, რომ ა.ც. არსებობს, საიდუმლო ორგანიზაციებისა თუ უწყებების მიერ რაღაც დოკუმენტების ”გამომზეურების” მიუხედავად.

9. ტუნგუსკის მეტეორიტი
ათასობით წიგნი თუ სტატია დაიწერა ამის შესახებ, ავტორების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ მომხდარის ახსნას. რა იყო ეს? კომეტა, ანტიმატერია თუ უცხოპლანეტელების ხომალდი – არავინ იცის(ტუნგუსკის კატასტროფა).

8. ანტიმატერიის სიმცირე სამყაროში
თეორიის მიხედვით, სამყაროში მატერია და ანტიმატერია თანაბრად უნდა იყოს განაწილებული – წინააღმდეგ შემთხვევაში სამყაროს აღნაგობის შესახებ დღეისათვის მიღებული ზოგიერთი თეორია უაზრობად გადაიქცევა. ჯერჯერობით მეცნიერებს ანტემატერიისგან შემდგარი ვარსკვლავები თუ პლანეტებია არ აღმოუჩენიათ, ანტიმატერიის მიღება მხოლოდ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, აი კოსმოსში კი ის რატომღაც არ ჩანს.

7. აზროვნება
 სულ არ არის შორს წასვლა საჭირო – გამოცანა თვითონ ადამიანშია. ჯერჯერობით არც ერთ ფსიქოლოგს თუ კიბერნეტიკოსს არ შეუძლია ბოლომდე ახსნას – რა არის ცნობიერება. მცნება ”ცნობიერების” ახსნა, ცოცხალი არსების მიერ რეაგირება გარეშე გამაღიზიანებლებზე – არასაკმარისია. ამ გამაღიზიანებლებზე ყველა ცოცხალ არსებას აქვს რეაქცია, აი აზროვნება კი მხოლოდ ადამიანს შეუძლია(ანთროპული პრინციპი).

6. ბნელი მატერია
 დაითვალეს რა ნივთიერების რაოდენობა სამყაროს ხილულ ნაწილებში, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეთვალათ ნივთიერების რა რაოდენობას შეიცავს სამყარო მთლიანად(უხილავიც). მიღებულმა ციფრებმა ბევრი გააკვირვა – ის თეორიულთან განსხვავებით ძალიან მცირე აღმოჩნდა. ახლა სამყარო ფართოვდება, ეს ფაქტი მეცნიერული მეათოდებითაა დამტკიცებული – თუ მასში იმდენი ნივთიერებაა რამდენიც მეცნიერებმა გამოთვალეს, მაშინ სამყარო ან წონასწორობაში იქნებოდა, ან დაიწყებდა შეკუმშვას. ამ ფაქტის ასახსნელად საჭირო შეიქმნა ახალი მცნების ”ბნელი მატერიის” შემოღება, ის კოსმოსის დანარჩენ სივრცეებს იკავებს(ბნელი ენერგია!!!).

5. დრო
 რა არის დრო? კითხვა ძალიან მარტივად ჟღერს, თუმცა ზუსტი პასუხი არ არსებობს. არის ის რაღაც განზომილების მაგვარი რამ, როგორც ახლა თვლიან, თუ მატერიის განსაკუთრებული სახეა?

4. სამყაროს დასაწყისი
 როგორ გაჩნდა სამყარო? ითვლება, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის ერთი პატარა მიკროსკოპული ნაწილაკის აფეთქების შედეგი, ნაწილაკისა, რომელიც ჩვენთვის გასაგებ კანონებს არ ემორჩილებოდა. ის დროის რაღაც მონაკვეთში არსებობდა, შეიძლება წამის მეათასედში, ან მუდმივად, სანამ აფეთქდებოდა და დასაწყისს მისცემდა სამყაროს არსებობას.

3. სამყაროს დასასრული
აქ არ იგულისხმება სამყაროს დასასრული დროში, არამედ, ასე ვთქვათ, სივრცული შეზღუდვა – ანუ კედელი, საზღვარი, ან რაღაც ამდაგვარი. რა მანძილია ჩვენი სამყაროს კიდემდე?  არა მარტო სამყაროს სიდიდეა გასაკვირი, არამედ ისიც, თუ რამდენად მრავალფეროვანია მისი მიკროსკოპული ნაწილი, ელემენტარული ნაწილაკები, რომლებსაც მეცნიერები ყოველწლიურად აღმოაჩენენ ხოლმე და რომლებიც განუყოფლებად ითვლებოდნენ.

2. პარალელური სამყაროები
 კვანტური ფიზიკა ვარაუდობს კვანტური ალბათობების არსებობას – ანუ ყოველ მომენტში ჩვენი სამყარო იყოფა მრავალ სხვა სამყაროდ და ისინი აგრძელებენ განვითარებას. არსებობენ თუ არა სინამდვილეში ეს სამყაროები, თუ თეორია ცდება – არავინ იცის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.