„ოპორტუნიტიმ“ მარსზე დაბალი სიმჟავის წყალსატევების კვალი აღმოაჩინა, რომლებსაც, ჰიპოთეტურად, სიცოცხლის არსებობის უზრუნველყოფა შეეძლოთ(Nature news).
აღმოჩენა მატიევიჩის ბორცვზე ნაპოვნი 3,7 მილიარდი წლის ასაკის თიხის ანალიზის მერე მოხდა. ქანები მინერალ სმეკტიტს შეიცავენ, რომელიც დიდი რაოდენობით რკინასა და ალუმინს შეიცავს. ეს მინერალი წყალსატევების ფსკერზე ფორმირდება, რომელთაც დაბალი სიმჟავე ან ნეიტრალური pH გააჩნიათ. მეცნიერთა აზრით, ასეთი ტიპის წყალსატევებში სიცოხლის გაჩნა სრულიად შესაძლებელია.
კრატერ ინდევორში(მატიევიჩი ამ კრატერის კიდეზე მდებარეობს) ქანები იქნა აღმოჩენილი, რომლებიც ძალიან მაღალი მჟავიანობის წყალსატევებში ჩამოყალიბდნენ. მეცნიერთა აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ კრატერი ორჯერ დაიფარა წყლით: ჯერ ზემოთ ხსენებული სმეკტიტი ჩამოყალიბდა, მეორე დატბორვის მერე კი „მჟავური“ ქანები.
2013 წლის დეკემბერში „ცნობისმოყვარეობამაც“ იგივე შედეგები მიიღო(სიცოცხლეს ხელს არაფერი უშლიდა). როგორც ჩანს, დაბალი სიმჟავის წყალი მთელს მარსზე იყო გავრცელებული – ეს ორი მარსმავალი ერთმანეთისგან 8 ათსი კილომეტრის მანძილით არიან დაშორებულნი(მოხეტიალე ქვა მარსზე; მარსზე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების კიდევ ერთი მტკიცებულება; სამთო კურორტი მარსზე; მარსული თიხა ვულკანური წარმოშობისაა?!).
”ოპორტუნიტი” მარსის ზედაპირზე 2004 წლის 25 იანვარს დაეშვა, 3 კვირის მერე კი მისი ტყუპისცალი ”სპირიტი”. გეგმის მიხედვით, ორივე მარსმავალს 90 დღე-ღამე უნდა ემუშავათ, თუმცა, ”ოპორტუნიტი” ახლაც ფუნქციონირებს. ”სპირიტთან” კავშირი 2011 წელს დაიკარგა. ამჟამად მარსზე კიდევ უფრო მოდერნიზირებული მარსმავალი ”ცნობისმოყვარეობა” მუშაობს.