ელიფსურ გალაქტიკა B2 0402+379-ში მდებარე ზემასიურ შავ ხვრელზე დაკვირვება, ჰავაიზე მდებარე ტელესკოპის, “ჯემინი ნორთის” საშუალებით ხდებოდა (dx.doi.org). ეს ზემასიური შავი ხვრელების ერთად-ერთი წყვილია, რომელშიც ორივე კომპონენტი ცალკე ჩანს, ხოლო მათ შორის მანძილი მხოლოდ 24 სინათლის წელია. მიუხედავად ამისა, წყვილის შეჯახება ბოლო სამი მილიარდი წელი მაინც არ მომხდარა (“ბნელი ძალა”).
ასტრონომებმა, გალაქტიკის ცენტრისკენ მოძრავი ვარსკვლავების სიჩქარეები გაზომეს და შავი ხვრელების საერთო მასა დაადგინეს – 28 მილიარდი მზის მასა, რაც ამ წყვილს აქამდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე მასიურ ორმაგ შავ ხვრელად აქცევს. მათი შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები, ე.წ. ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების შერწყმის შედეგად გაჩენილზე 100 მილიონჯერ მძლავრი იქნება (შეტყობინება გრავიტაციული სამყაროსგან).
ორმაგი სისტემის ორბიტის შესამცირებლად, რათა მისი კომპონენტები ერთმანეთთან ახლოს მივიდეს, უამრავი რაოდენობით ვარსკვლავის ზემოქმედებაა საჭირო, მაგრამ, როგორც ჩანს, ხვრელებმა თითქმის მთლიანად მოაშორეს მშობლიური გალაქტიკის ცენტრში არსებული ვარსკვლავები და გაზი, რის გამოც შეჯახება დამასრულებელ ეტაპზე “გაიჭედა” (ფინალური პარსეკის პრობლემა).
გალაქტიკა B2 0402+379, წარსულის გადმონაშთია, რამდენიმე გალაქტიკის ვარსკვლავებისა და გაზის ერთ დიდ ელიფსურ გალაქტიკად თავმოყრის შედეგად ჩამოყალიბდა. ამასთან ერთდ, მათში აღმოჩენილი ზემასიური შავი ხვრელბი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი B2 0402+379-ის წინამორბედი გალაქტიკების ცენტრალური შავი ხვრელების შერწყმით წარმოიქმნა.