კოსმოსური ”შტრომული” ქარი, რომლის სიჩქარე 1000 კმ/წმ. უტოლდება, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, დამზერადი მასიური გალაქტიკების ცენტრებთან, რომლებშიც ჩვეულებრივ, ზემასიური შავი ხვრელები მდებარეობენ. თუმცა, ერთ-ერთი გალაქტიკის ელვარე ბირთვზე დაკვირვებისას, მდებარე დედამიწიდან 245 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ასტრონომებმა რენტგენის გამოსხივების მკვეთრი შემცირება შეამჩნიეს. მოვლენის შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ამის მიზეზი უჩვეულოდ სწრაფი, 5000 კილომეტრი წამში სიჩქარით მქროლი კოსმოსური ქარია. ქარის შემადგენელი გაზები მთლიან გალაქტიკას არა მარტო ხილულ, არამედ რენტგენის დიაპაზონშიც კი მალავენ.
ზემოთ ხსენებული კვლევების ობიექტი გალქტიკა NGC 5548-ის ბირთვია, რომლის ცენტრალური ზემასიური ხვრელი რენტგენის გამოსხივების უჩვეულოდ ელვარე წყაროა(ამოფრქვევა 100 გალაქტიკის სიმძლავრის კვაზარიდან).
კოსმოსური გაზების ნაკადთა ასეთი აჩქარების მიზეზის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან NGC 5548-ას ტიპის გალაქტიკებში ასეთი ქარები არ დაიმზირება ხოლმე. მიღებული მონაცემების საფუძველზე გაირკვა, რომ ამ გალაქტიკის მტვრის ღრუბლები, გაზები და ვარსკვლავებიც კი, გაცილებით ახლოს მდებარეობენ ზემსიურ შავ ხვრელთან, ვიდრე სხვა გალაქტიკებში(ღრუბლებში დამალული აქტიური გალაქტიკების ბირთვები).
მოვლენათა ჰორიზონტისკენ მოძრავი მატერია, კვაზარის დისკოსებური რეგიონის ფორმირებას ახდენს, დისკო ძალიან მაღალ ტემპერატურამდე ცხელდება და ელექტრომაგნიტური გამხოსხივების ყველა დიაპაზონში ასხივებს, ულტრაიისფერისა და რენტგენის ჩათვლით. სწორედ ულტრაიისფერი გამოსხივების მძლავრი ნაკადები აჩქარებენ მატერიას, რომელიც ხვრელის საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობს და დანარჩენი გზების ხვრელზე დაცემას ეწინააღმდეგება, რაც თავის მხრივ, ხვრელის ზრდის პროცესს აფერხებს.
”გაზური ნაკადი, მოძრავი 5000 კმ/წმ. სიჩქარით, ზემასიური ხვრელის ახლო რეგიონებიდან ამოსული დაბალენერგიული რენტგენის გამოსხივების 90%-ს შთანთქავს. ამასთან ერთად, ხვრელიდან ერთი სინათლის დღის მანძილზე არსებული გაზები ამ რეგიონის 1/3-ს უკვე ჩრდილავენ. მოვლენის აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია ზემასიური ხვრელისა და მის გალაქტიკას შორის ურთიერთზეგავლენის სწორად გაგების საქმეში ” – ამბობს პროფესორი გრაციელა ბრანდუარდი-რაიმონთი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის მეცნიერმუშაკი.