NGC 4651: გალაქტიკა ქოლგა

 სპირალური გალაქტიკა NGC 4651, თანავარსკვლავედ ბერენიკეს ნაწნავის მიმართულებით, დედამიწიდან 62 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ირმის ნახტომის ზომის ამ გალაქტიკას სუსტად მანათობელი სტრუქტურა გააჩნია, რომელიც ქოლგას ჰგავს, კაშკაშა გალაქტიკური დისკოდან მარცხნივ, ზომით დაახლოებით 100 ათასი სინათლის წელი. აღმოჩნდა, რომ გიგანტური კოსმოსური ქოლგა, მოქცევითი ვარსკვლავებიანი ნაკადებისგან შედგება(კოსმოსური ლტოლვილები კვლებს ტოვებენ) – ვარსკვლავებისგან შემდგარი წაგრძელებული შლეიფი, ამოგლეჯილი ჯუჯა გალაქტიკა-თანამგზავრის გრავიტაციული ზემოქმედებით. პატარა გალაქტიკა, NGC 4651-თან განმეორებითი შეხვედრების გამო, ნელ-ნელა დაიშალა, მოძრაობდა რა წინ და უკან ექსცენტრიულ ორბიტაზე. ჩანართში, პატარა გალაქტიკის ბირთვის ნარჩენი გადიდებული სახით არის წარმოდგენილი. ის, სუბარუდან(სუბარუ უხილავ პლანეტებს ხედავს) და კეკიდან(კეკის ობსერვატორიის უახლესი სპექტრომეტრი) მიღებული მონაცემების გამოყენებით, ამ სისტემის დეტალური კვლევისას აღმოაჩინეს. ახლო გალაქტიკებშიც კი მოქცევითი ვარსკვლავური კუდები გალაქტიკების შერწყმის ყველაზე უფრო გავრცელებული ნიშნებია. ეს ყველაფერი გალქტიკათა ფორმირების მოდელით აიხსნება, რომელიც ჩვენი გალქტიკისთვისაც  მართებულია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.