უჩვეულო იზოტოპების წარმომავლობა მეტეოროიდებში

 ფრანგი, ნიდერლანდელი, ბრიტანელი და იტალიელი ასტრონომები მზის სიტემის ასტეორიდებისა და მეტეოროიდების წარმოქმნის მექანიზმში გაერკვნენ(phys.org).

 მეცნიერებმა მეტეორიტებში არსებული ქიმიური ელემენტები შეისწავლეს და მათში ბერილიუმის იზოტოპის(Be-10) დაშლის კვლები აღმოაჩინეს. ეს ელემენტი მზეზე მიმავალი თერმობირთვული რეაქციებითა და ზეახლების აფეთქებით არ სინთეზირდება. მკვლევართა აზრით, არასტანდარტული იზოტოპის წარმოქმნა მაღალენერგეტიკული ნაწილაკების(10 მეგაელექტრონვოლტზე მეტი) ისეთ ელემნტთან შეჯახებას შეეძლო წარმოექმნა, როგორიც, მაგალითად, ჟანგბადია(ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა).

 ახალგაზრდა ვარსკვლავების გროვაში – OMC2 FIR4, კოსმოსური ტელეკოპის ”ჰერშელი”-ს დახმარებით, ევროპელმა მეცნიერებმა ზოგიერთი შენაერთების კონცენტრაციათა არასტანდარტული თანაფარდობა აღმოაჩინეს, რაც სტანდარტული გზით, ანუ მხოლოდ თერმობირთვული რეაქციებით(შემდეგ – ქიმიურის) ვერ იქნება გამოწვეული.

 OMC2 FIR4 ორიონის ნისლეულთან ახლოს მდებარეობს, ის, კოსმოსური მტვრისა და გაზების ღრუბელს წარმოადგენს, ახალგაზრდა ვარსკვლავებით ცენტრში.

 ასტრონომებმა ახალგაზრდა OMC2 FIR4-ში დაინახეს პირობები, რომლებიც ადრეული მზის სისტემისთვის არის დამახასიაეთებელი. ზოგიერთი იზოტოპების შენაერთთა შემცველობის ანომალურ პროპორციებს OMC2 FIR4-ში აქვს იგივე ბუნება, რომელმაც მეტეოროიდებში ბერილიუმ 10-ის გაჩენა განაპირობა. ალბათ, ამ გაზურ-მტვროვან ღრუბელშიც მაღალენერგიული ნაწილაკების ისეთმა ნაკადებმა გაირბინეს, როგორებმაც მილიარდობით წლის წინათ მზის სისტემაში.

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.