ნასას ორბიტალური ტელესკოპის – „სპიცერი“ და ჰავაიზე არსებული ობსერვატორიის – კეკი, საშუალებით, მზიდან 21 სინათლის წლის მანძილზე მდებარე, კიდევ ერთი სუპერდედამიწის არსებობა დამტკიცდა. ასეთი ტიპის ეკზოპლანეტები, დედამიწაზე ათჯერ მასიურია.
ვარსკვლავი გლიზე 892-ის პლანეტარული სისტემა, ერთი, დედა ვარსკვლავისგან შორს მდებარე პლანეტა-გიგანტისა და სამი სუპერდედამიწისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთის ტრანზიტის დამზერა დედამიწაზე არსებული ტელესკოპებითაც შეიძლება. ის, 2005 წელს აღმოაჩინეს, იტალურ ტელესკოპზე – „გალილეო“, დამონტაჟებული სპექტრიგრაფის HARPS-North საშაულებით. ეს ობსერვატორია კანარის კუნძულებზე მდებარეობს.
„სპიცერით“ ჩატარებული დაკვირვებებით დადგინდა, რომ ტრანზიტული სუპერდედამიწა HD 219134b, დედამიწაზე 4,5-ჯერ მასიურია და 1,6-ჯერ დიდი. ამ მონაცემებით სიმკვრივის გამოთვლა მოხერხდა – 6 გრ/სმ3, ანუ დედამიწის ტიპისაა(როგორც მერკური, ვენერა და მარსი).
HD 219134b ძალიან ახლოსაა თავის ვარსკვლავთან და ექსტრემალური პირობების გამო, არ არის თავსებადი სიცოცხლის გაჩენისათვის. ყველაზე უფრო ახლოს ჩვენთან, 14,8 სინათლის წლის მანძილზე, ეკზოპალნეტა GJ674b მდებარეობს, თუმცა მისი ტიპის დადგენა ვერ ხერხდება. დანარჩენ ცნობილ დედამიწისმაგვარ პლანეტებამდე ასეულობით სინათლის წელია. იმის გამო, რომ HD 219134b ტელესკოპებშიც კი ჩანს, მეცნიერები შეძლებენ დაადგინონ, აქვს თუ არა პალენტას ატმოსფერო და რა შემადგენელი აქვს მას(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს; მეორე დედამიწა!!!).