Kepler-93b

 მცირე ზომის კლდოვანი ეკზოპლანეტების დეტალურად შესწავლის მერე, ასტროფიზიკის ჰარვარდ-სმიტსონისეული ცენტრის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მათი შემადგენელი ისეთივეა, როგორიც დედამიწის.

 სპექტროგრაფის – HARPS(პლანეტების ძიება მათი რადიალური სიჩქარეების მაღალი სიზუსტით გაზომვით), საშუალებით მეცნიერთა ჯგუფმა ქორთნი დრესინგის მეთაურობით დედამიწის მასის პლანეტები გამოიკვლიეს, რითაც მათი სიმკვრივეებისა და შემადგენელის განსაზღვრა შეძლეს. „ჩვენი მზის სისტემა არც ისეთი უნიკალურია, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. კლდოვან ეკზოპლანეტებსაც იგივე შემადგენელი აქვთ“ – ამბობს დრესინგი.

 მკვლევარებმა პლანეტა Kepler-93b გამოკვლიეს, დედამიწაზე ორჯერ მეტი სიმკვრივის პლანეტის მასა უცნობი იყო. სპექტროგრაფის ინსტრუმენტმა – HARPS-North, აჩვენა, რომ მისი მასა ოთხჯერ აჭარბებს დედამიწოსეულს, ანუ ის კლდოვანი პლანეტაა. კიდევ ათეულობით მეცნიერებისთვის ცნობილი ეკზოპლანეტა იქნა შედარებული დედამიწასთან, რომელთა დიამეტრები დაახლოებით ორჯერ აჭარბებდნენ ჩვენი პლანეტისას.

 „დედამიწაზე ნახევარჯერ დიდი ყველა პლანეტა კლდოვანია, ამიტომ ჩვენი პლანეტის მსგავსი მიკროსამყაროს აღმოსაჩნად სწორედ მათზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება“ – დასძენს დრესინგი(კიდევ HARPS-ის შესახებ; „კეპლერი“ მუშაობას აგრძელებს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.