სფერული ვარსკვლავთგროვა NGC 6752

 ფარშევანგის თანავარსკვლავედში, ჩვენიდან 13 ათასი სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის ჰალოში, მდებარეობს სფერული ვარსკვლავთგროვა NGC 6752, რომლის ასაკი დაახლოებით 10 მილიარდი წელია. პლანეტა დედამიწის ღამის ცაზე, ასეთ ობიექტთა შორის, ის ელვარებით მეოთხეა, კენტავრის ომეგას, ტუკანის 47-ისა და M22-ის მერე. გროვის 100 ათასზე მეტი ვარსკვლავი, 100 სინათლის წლის ზომის სფეროშია თავმოყრილი. დაკვირვებებით დადგინდა, რომ ცენტრთან ახლოს, უამრავი ჯერადი ვარსკვლავია (გრავიტაციულად დაკავშირებული რამდენიმე ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემა). გამოვლინდა ე.წ. ცისფერი ჩამორჩენილი ვარსკვლავებიც, რომლებიც მზის სისტემაზე ორჯერ ხნიერ ვარსკვლავთგროვაში არ უნდა იყოს. ვარსკვლავების შესახებ თანამედროვე წარმიდგენებით, ითვლება, რომ ცისფერი ჩამორჩენილები, ვარსკვლავების შერწყმებით ყალიბდება, ცენტრთან ახლოს, სადაც ვარსკვლავების სიმჭიდროვე ძალიან დიდია. ამ მკაფიო გამოსახულებაზე, ასევე, კარგად ჩანს ხნიერი მოწითალო ვარსკვლავებიც, ხოლო დიდი ზომის რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავი კადრში, ჩვენთან შედარებით ახლოს მდებარე ფონური მნათობებია (ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.