ეს მოზაიკა, ცაზე 10 გრადუსის ზომის სივრცეს იკავებს, კასიოპეიოას თანავარსკვლავედიდან(მარცხნივ), ანდრომედამდე. ციური სცენა აწყობილია ფოტოებით, რომლთა ნაწილი, წყალბადის ზოლში(Hα – იონიზირებული წყალბადის ატომის გამოსხივება, რომელიც სპექტრის ხილულ ნაწილს ეკუთვნის, მუქი წითელი ფერი) ირმის ნახტომის მაღალი გარჩევადობით დამზერიდან არის აღებული. მონოქრომატული(ერთი ტალღის სიგრძე) გამოსახულებების დამუშავებით, ირმის ნახტომის სიბრტყესთან ახლოს მდებარე, წყალბადის ბოჭკოსებრი ძალიან თხელი სტრუქტურები გამოვლინდა. დიდი ზომის, თუმცა ჯერ კიდევ კარგად შეუსწავლელი ნისლეული სივან 2, მარჯვენა ზემო კუთხეშია აღბეჭდილი, ხოლო ჩვენი გალაქტიკის მეზობელი ანდროემდას გალაქტიკა კი მარცხნივ, რომლისკენაც სუსტად შესამჩნევი ნისლოვანი სტრუქტურებია გადაჭიმული, ამ ფართოკუთხიანი გამოსახულების წინა პლანზე. წყალბადის(სამყაროს პირველი ელემენტები: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი) სუსტად მანათობელი ღრუბლები, რომლებიც ასტრონომმა როხელიო ბერნალ ანდრეომ გადაიღო, ირმის ნახტომს ეკუთვნის და ანდრომედას ხედვის ხაზზეა პროეცირებული(გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა ; ნისლეულები).
სივან 2-დან ანდრომედამდე
Posted by