იტალიის მისიწქვეშა ლაბორატორიაში გრან-სასო, 2008 წლიდან მომუშავე დეტექტორი OPERA 4 ათას ტონას იწონის. ის ნეიტრინოების(სუსტი ურთიერთქმედება) ნაკადებს აფიქსირებს, 730 კილომეტრიანი სისქის მთის ქანების გავლის მერე, რომლებიც ცერნში მდებარე პროტონების სუპერსინქროტრონული ამჩქარებლიდან(SPS) მოდიან. დეტექტორის მიზანია ნეიტრინოების ოსცილაციების აღმოჩენა – ნაწილაკების თვისება შეიცვალონ ”არომატი”. სულ ნეიტრინოს სამი არომატი არსებობს: ელექტრონული(ჩნდებიან ატომურ რეაქტორებში), მიუონური(პიონების დაშლით) და ტაუ-ნეიტრინო(ნაწილაკების შეჯახებით)(”ფუკუსიმას” გაჩერება და გეონეიტრინოები).
ნეიტრინოთა ოსცილაციები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათ არანულოვანი მასა გააჩნიათ. თავის მხრივ, ამ მასის არსებობის მტკიცებულება მენციერების სხვადახვა დარგებისთვის არის მნიშვნელოვანი – სამყაროს მასის შეფასება, ანუ მისი შემდგომი ბედის დადგენა: უსასრულოდ გაფართოვდება თუ ისევ წერტილად გადაიქცევა(სტერილური ნეიტრინოები გალაქტიკური გროვებიდან; ”პლანკმა” ნეიტრინო დაამძიმა). გარდა ამისა, ნეიტრონოს მასიურობა იმ ფაქტსაც ახსნის, თუ რატომ შედგება სამყარო მატერიისგან, ხოლო ანტიმატერია მასში ფაქტიურად არ არის, დიდი აფეთქებისას მათი ერთნაირი რაოდენობა უნდა გაჩენილიყო(მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება; ანტინეიტრინო: რითი ჯობია მატერია ანტიმატერიას).
ექსპერიმენტი OPERA, რომელშიც 11 ქვეყნის 140 მეცნიერი მუშაობს, პირველმა მოახერხა ნეიტრინოს გარდაქმნების დაფიქსირება. ცერნიდან მიუონური ნაიტრინოების ნაკადები მოდიან და თუ დეტექტორმა მათში ტაუ-ნეიტრინო აღმოაჩინა, მაშინ გამოდის, რომ გარდაქმნა ნამდვილად მომხდარა. ფიზიკოსებმა 17 ათასამდე ნეიტრინული გარდაქმნები დაარეგისტრირეს, ხოლო მიუონურის ტაუდ გადაქცევა მხოლოდ ორჯე – 2010 და 2012 წელს. მესამე შემთხვევა ნეიტრინოთა ოსცილაციების არსებობის ფაქტს ადასტურებს, ფაქტს, რომ ექსპერიმენტში დამზერილი ნეიტრინოები სამ მდგომარეობებს შორის გადადიან, რომელთაც გარკვეული მასა გააჩნია(ბერტისა და ერნის კოლეგა ნეიტრინოები; ახალი სტუმრები შორეთიდან: მაღალენერგიული ნეიტრინოები).