ახალი სტუმრები შორეთიდან: მაღალენერგიული ნეიტრინოები

 ყინულქვეშა ობსერვატორია IceCube-მ სამ ათეულამდე რაოდენობის მაღალენერგიული ნეიტრინო ”გამოიჭირა”, რომლებიც კოსმოსის სიღრმეებიდან მოფრინდნენ. ამის შესახებ მეცნიერებმა 15 მაისს, ელმენტარული ნაწილაკების ასტროფიზიკის სიმპოზიუმზე განაცხადეს(UW-Madison).

 ნეიტრინოები, რომლებიც იშვიათად რეაგირებენ მატერიასთან და გრავიტაციულ ველებშიც თავისუფლად მოძრაობენ, შორეულ კოსმოსში მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მატარებელი არიან.

 ობსერვატორია IceCube, მდებარე სამხრეთ პულუსთან ახლოს, 5000-ზე მეტ ოპტიკურ მოდულს შეიცავს, რომლებიც 1450-დან 2450-დე მეტრის სიღრმეზე, ყინულის სქელ ფენებშია ჩაშვებული. როცა ნეიტრინოები სიღრმეზე მდებარე ყინულთან ან გრუნტთან შედის ურთიერთქმედებაში, მაღალი ენერგიების მიუონები ჩნდება, რომელთა არსებობას დეტექტორები მცირე სიმძლავრის მოცისფრო სინათლის რეგისტრაციით აფიქსირებენ.

 ყველა ნაწილაკიდან, მხოლოდ ნეიტრინოებს შეუძლია დედამიწის განჭოლვა, ამიტომ IceCube-ში შემჩნეული მიუონები, მომავალი ქვემოდან, ნამდვილად ჩრდილოეთ პულუსის მხრიდან მოსულმა ნეიტრინოებმა გააჩინა. დედამიწის ატმოსფეროსა და მზეზე მილიარდობით ნეიტრინო იბადება, ხოლო  სამყაროს შორეული კუთხეებიდან მოსული მაღალი ენერიის ნაწილაკები დიდი იშვიათობაა.

 ”პირველი მერცხლები” – 1 პევ(რა არის ელექტრონვოლტი?). ენერგიის მქონე წყვილი ნეიტრინოებია, ისინი 2012 წლის აპრილში შეამჩნიეს. ამჟამად IceCube-ს ანგარიშზე მეცნიერებმა კიდევ 26 მოვლენა ჩაწერეს, 30 ტევ-ზე მეტი ენერგიებით. მათი პარამეტრები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამ ნეიტრინოების წყაროები მზის სისტემიდან ძალიან შორს მდებარეობს. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ როგორ გაჩდნენ ხსენებული ნეიტრინოები, თუმცა მეცნიერები მონაცემების მიღებისა და ანალიზის მეთოდებს ხვეწენ, რაც სამყაროს მოწყობის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.