ბერტისა და ერნის კოლეგა ნეიტრინოები

 ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა, რომელიც სამხრეთ პოლუსზე არსებულ ნეიტრინულ დეტექტორ IceCube-ზე მუშაობს(Science),

სამი ათეული  მაღალი ენერგიის ნეიტრონოების რეგისტრირების შესახებ გააკეთა განცხადება. მკვლევარების მიერ ჩატარებული ანალიზით გაირკვა, რომ ეს გალაქტიკური წარმომავლობის ნეიტრინოებია, ანუ ისინი მზის სისტემის გარედან მოვიდნენ.

 შეგროვებულ მასალაში ფიზიკოსები ორ ნაწილაკს ცალკე გამოყოფენ, რომელთა ენერგიები 1000 ტერაელეწტრონვოლტს აჭარბებენ(1 პეტაელექტრონვოლტი. შედარებისთვის, დიდ ადრონულ კოლაიდერში პროტონების მაქსიმალური ენერგია მხოლოდ 7 ტერაელექტრონვოლტი იქნება). ამ ნეიტრინოებს სახელებიც კი შეარქვეს – ბერტი და ერნი(ახალი სტუმრები შორეთიდან: მაღალენერგიული ნეიტრინოები). ახალი შეფასებებით ნეიტრინოთა რაოდენობა, მაღალი ალბათობით, 30 ტერაელექტრონვოლტი და მაღლა, 28-ას უტოლდება.

neitr ruka

 ადრე მეცნიერებს ამ ნეიტრინოების კოსმოსურ წარმომავლობაშ ეჭვი ეპარებოდათ, თუმცა 2010 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე შეგროვებული მონაცემების ანალიზით შეიძება დავასკვნათ, რომ ეს კოსმოსური ნეიტრინოებია და არა ატმოსფეროში შემოჭრილი კოსმოსური სხივების ჰაერის ატომებთან შეჯახების მეორადი პროდუქტი.

 ნეიტრინოები 5 ათასზე მეტი ფოტოგამამრავლებლების დახმარებით დაარეგისტრირეს, რომლებიც 2450 მეტრი სიღრმის ჭაშია ჩაძრული. ყინულოვან წყალში ჩალაგებული მოწყობილობა იმ სინათლეზე რეაგირებს, რომელსაც ნეიტრინოების წყლის ატომთა ბირთვებთან შეწჯახებით წარმოიქმნება, ხოლო ანთების ელვარება და სინათლის მიმართულება მათი მოსვლის მიმართულებისა და ენერგის მაჩვენებლის დადგენის საშუალებას იძლევა. ასტროფიზიკოსებმა ასევე რუკაც წარმოადგინეს, რომელზეც ნეიტრინოების შესაძლო წყაროებია წარმოდგენილი: აქედან დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა მომავალში მეცნიერები ამ ნეიტრინოების კონკრეტულ წყაროებთან დაკავშირებას იმედოვნებენ(IceCube; ანტინეიტრინო: რითი ჯობია მატერია ანტიმატერიას).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.