საფრთხეები, რომლებსაც კაცობრიობის განადგურება შეუძლიათ, ხუთზე გაცილებით მეტია. რომელ გლობალურ საფრთხეებს შეიძლება წავაწყდეთ მომავალში? შევძლებთ წინ აღვუდგეთ მათ?
სხვადასხვა ”წუთიერი” კრიზისებიდან თავის დაძრომის მერე, აღარც მომავალ განსაცდელზე და აღარც მომავალ თაობაზე ვფიქრობთ, არა იმათზე, ვინც რამდენიმე საუკუნის მერე იცხოვრებენ(იცხოვრებენ კი?), არამედ იმათზე, ვინც 1000 და 10000 წლის მერე იქნებიან დედამწიაზე. ეს ეჭვები უსაფუძვლო არაა: ადრე თუ გვიან რომელიმე გლობალურ კატასტროფასთან მოგვიწევს შეჯახება, არა უბრალოდ მსხვილმასშტაბიან უბედურებასთან, არამედ მსხვილზე უფრო მსხვილ წერტილთან კაცობრიობის ისტორიაში:
- ატომური ომი
- ხელოვნური პანდემია(პათოგენებს ანტიბიოტიკების აღარ ეშინიათ)
- ზეინტელექტი(მანქანური ცივილიზაცია; 2014: ფიზიკა, ეკზომთვარეები და ჰუმანოიდები)
- ნანოტექნოლოგია
- უცნობი გლობალური კატასტროფა
ეს კი სხვა საშიშროებები:
- მეტასტაბილური ვაკუუმის დაშლა(ტოპ-კვარკი განკითხვის დღეს მოგვიწყობს?!)
- ახლო გამა-ანთება
- სუპერვულკანის ამოფრქვევა(ყველაზე დიდი ვულკანი ოკეანის სიღრმეებში იმალებოდა)
- ასტეროიდის ჩამოვარდნა(26 ასტეროიდი ბოლო 13 წლის განმავლობაში)
- ზეანთება მზეზე
- დედამიწის მაგნიტური ველის დასუსტება ან გაქრობა(რადიაციისგან არა მარტო მაგნიტური ველი გვიცავს)
- მაგნიტური პოლუსების შეცვლა, გეოგრაფიული პოლუსების მკვეთრი ცვლილება
- გლობალური აცივება პლანეტის მთლიანად გაყინვით(მილანკოვიჩის ციკლები), კლიმატის ცვლილების გამო, მათ შორის ადამიანის მოღვაწეობით(ანტარქტიკული ყინვა: აბსოლუტური რეკორდი).
- ოზონის სფეროს დაშლა.
ხელოვნურები:
- მტრული ხელოვნური ინტელექტი
- ბიოტერორიზმი ან ბიოტექნოგენური კატასტროფა
- ნანორობოტების შეუზღუდავი გამრავლება და სხვა ნანოტექნოლოგიური კატასტროფები
- ატომური ომი, ატომური ზამთარი და რადიოაქტიური დაბინძურება
- წარუმატებელი ფიზიკური ექსპერიმენტი(5 საშიში ექსპერიმენტი; ჰიგსის ბომბი)
- სისტემური კრიზისი, ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების ურთიერთ გაძლიერებით.
- უცხოპლანეტელთა თავდასხმა(უცხოპლანეტელებს ამ საუკუნეში აღმოვაჩენთ).
ჩამოთვლილი ხუთი გლობალური კატასტროფა კაცობრიობის სრული განადგურების ყველაზე უფრო შესაძლო ვარიანტებად განიხილება. ასტეროიდის ჩამოვარდნას რაც შეეხება, ძალიან არ უნდა გაგვიმართლოს(ყველაზე უფრო დიდი და ძველი კრატერის საიდუმლო), რომ პლანეტიდან საერთოდ გავქრეთ. ყოფნის ევრისტიკა გვაიძულებს საფრთხეები გადავაფასოთ, რომლებიც პერიოდულად მასმედიაში გაიბრწყინებენ ხოლმე, არ მივაქციოთ საჭირო ყურადღება პოტენციურ კატასტროფებს, რომელთაც პრეცედენტი არ გააჩნიათ. ჩვენ მიდგომა უნდა შევცვალოთ – თუ აქ, მილინი წლის მერეც გვინდა ვიყოთ.