გადარჩება დედამიწა პირველი კონტაქტის მერე?

 რა მოუვათ დედამიწელებს, როცა უცხოპლანეტელები ჩვენს პლანეტაზე მოფრინდებიან(ტელეპორტირდებიან, ან სხვა განზომილებიდან გადმოვლენ 🙂 )?

 მთელი მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ იწინასწარმეტყველონ, რა მოხდება კოსმოსურ გადამთიელებთან პირველი კონტაქტის დროს. როგორ მოგვექცევიან სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ჩვენ? იქნებიან აგრესიულად, დამპყრობლურად განწყობილნი, თუ მათი ვიზიტი მეგობრულ მიზნებთან იქნება დაკავშირებული?

 მეცნიერთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ უცხოები მტრულად იქნებიან განწყობილნი ჩვენს მიმართ. არიან რა რამდენიმეჯერ მაღალ დონეზე ინტელექტუალური თუ ტექნოლუგიური განვითარებით, უცხოპლანეტელი არსებები ჩვენი პლანეტის დაპყრობას შეეცდებიან. გაანადგურებენ, ლაბორატორიულ ვირთხებად ან მონებად აქცევენ დედამიწელებს.

 არსებობს სხვა მოსაზრებაც. შესაძლებელია, პირველი სერიოზული კონტაქტი სხვა ცივილიზაციასთან ჩვენთვის ”უმტკივნეულოდ” დამთავრდეს. ოდესმე უცხოები ჩვენს პლანეტას არა დასაპყრობად და გასანადგურებლად ეწვევიან, არამედ სულ სხვა მიზნებით: ცხოვრებისეული გამოცდილებისა თუ რაიმე ამდაგვარის გასაცვლელად.

 ამ ეტაპზე, მეცნიერებმს არა აქვთ პასუხი კითხვაზე ”რა მოგვივა ჩვენ, როცა სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწაზე აღმოჩნდებიან”. მათ, უბრალოდ, ისღა დარჩნიათ იფიქრონ ყველანაირ სცენარზე, როცა მაღალგანვითარებული არსებები ჩვენნაირ უბრალო მოკვდავებთან პირდაპირ კონტაქტზე გამოსვლას გადაწყვეტენ(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.