სასტიკი კოსმოსი

 მკვდარი ასტრონავტი

 კოსმოსში ასტრონავტის სიკვდილის არავინ მოელის, რაიმე კონკრეტული გეგმაც კი არ არსებობს. ასტრონავტებს არც მითითება აქვთ, რომლის მიხედვითაც კოლეგის გარდაცვალების შემთხვევაში უნდა მოიქცნენ.

 თუ ეს მაინც მოხდა, ერთ-ერთი ვარინტი იქნება სხეულის გაშვება ღია კოსმოსში. თუმცა, ის კოსმოსურ აპარატებს შეიძლება შეეჯახოს ან აქაური ბიოლოგიით სხვა პლანეტები დააბინძუროს. მეორე ვარიანტი – სხეულის შენახვა კოსმოსური აპარატის შიგნით და ატმოსფეროში შემოსვლისას დაწვა. ამ შემთხევვაში კი სხვა ასტრონავტებს შეიძლება დაემუქროს საფრთხე. ბოლო ვარინტი – თუ კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას მართლაც დაიწყებს, სხეული სასუქად შეიძლება იყოს გამოყენებული, თუმცა არ არის ცნობილი, საამისოდ მართლა ივარგებს თუ არა ადამინის გვამი.

 NASA-მ დამკრძალავ კომპანიასთან (Promesse) ერთადაც კი იმუშავა, სხეულის დაბრუნებასთან დაკავშროებით (Body Back). გვამი ჰაერგაუმტარ ტომარაში მოთავსდება და კოსმოსური აპარატის გარე მხარეზე დამაგრდება, სადაც მასზე კოსმოსის სიცივე იმოქმედებს. სხეული გაიყინება და აპარტის მოძრაობასთან ერთდ, უწვრილეს ნაწილაკებად დაიშლება. დედამიწაზე დაბრუნების მერე, მისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტიღა დარჩება.

 გადამუშავებული შარდი სასმელად

 კოსმოსში მტკნარი წყლის მარაგის პრობლემაა. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტები, წყლის დიდ ნაწილს მათთვის 2009 წელს შეთავაზებული გადამამუშავებლით იღებენ – შარდი, ოფლი, გაპარსვის, ყავის ასადუღებლად გამოყენებული წყალი და ა.შ. ისინი რუსების შარდსაც იყენებენ, რადგან კოსმოსნავტები ასეთი წყლის დალევაზე უარს ამბობენ.

 ნაადრევი დაბერება

 მიკროგრავიტაცია ნაადრევ დაბერებას იწვევს. კანი უფრო თხელი და მშრალი ხდება, კუნთები და ძვლებიც სუსტება. ყოველ თვე ასტრონავტები კუნთოვანი მასის 1%-სა და ძვლოვანი მასის 2%-ს კარგავენ. 4-6 თვე კოსმოსში ყოფნა ბარძაყის ძვლის მასის 11%-მდე შემცირებას იწვევს.

 არტერიებიც კი ზარალდება, ელასტიურობას კარგავს, რაც ასტრონავტებს გულის შეტევებისა და ინსულტის საფრთხის წინაშე აყენებს. კანადელი ასტრონავტი რობერტ ტერსკი ამბობდა, რომ მიწაზე დაბრუნების მერე(6 თვე) თავი მოხუცად იგრძნო. ნაადრევი დაბერება კოსმოსში მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი გვერდითი მოვლენაა, რასაც ასტრონავტები ინტენსიური ვარჯიშებით ებრძვიან.

 უნაყოფობა

 არსებობს ვარაუდი, რომ ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობა ასტრონავტების უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს საკითხი ახლაც საკამათო რჩება და რიგი მიზეზების გამო ძნელი შესასწავლია. კონფიდენციალობის მიზნით, სააგენტოები ამ ინფორმაციას არ ამჟღავნებენ.

 ყველა ასტრონავტი ავადმყოფობს

 ასტრონავტთა ნახევარზე მეტს გულისრევა, თავის ტკივილი, ღებინება და საერთო დისკომფორტი აწუხებს. ეს არის კოსმოსური ადაპტაციის სინდრომი. მაგალითად, ასტრონავტი ჯეიკ გარნი, დედამიწას არ იყო მოშორებული რომ ეს სიმპტომები იგრძნო, ხოლო უკან დაბრუნებული ძლივს მოძრაობდა. სიმპტომების დონის განმსაზღვრელ ტერმინს მისი სახელიც კი აქვს – ”ერთი გარნი”, ”ორი გარნი”, სამი და ა.შ.

 საფენები

 ამ პრობლემის გაუთვალისწინებლობის გამო, პირველ ამერიკელ ასტრონავტს, ალან შეფარდს, სკაფანდრშივე მოუწია მოშარდვა (როცა უწონობა ტვირთია: რაზე არ ლაპარაკობენ ასტრონავტები). ამის მერე NASA პრეზერვატივის მსგავს მოწყობილობას იყენებდა, რომლის მორგება პირდაპირ სკაფანდრშივე ხდებოდა. ქალებისთვის სისტემა DACT იქნა შექმნილი, ხოლო 1988 წლიდან NASA შორტების ფორმის მქონე დიდების პამპერსის მსგავს ჩასაცმელს იყენებს – MAG. ყოველ ასტრონავტს სამი MAG აქვს – ერთი ღია კოსმოსში გასვლისთვის, მეორეს უკან დაბრუნებისას იყენებენ, მესამე – ყოველი შემთხვევისთვის.

 მასტურბაცია

 1981 წლიდან 1998 წლის ჩათვლით, ნასას 508 ასტრონავტიდან 23-ს, შარდის გამოყოფის პრობლემა ჰქონდა. 1985 წელს საბჭოთა კოსმონავტს, ვლადიმირ ვასიუტინს გაფრენიდან 2 თვის მერე, დაგეგმილი 6-ის ნაცვლად, დედამიწაზე დაბრუნება მოუწია. მას პროსტატიტი ტანჯავდა, რამაც ციება, ღებინება და მოშარდვის თანმხლები სერიოზული ტკივილები გამოიწვია.

 ნასას მრჩეველი მედიცინის დარგში, მარჯორი ჯენქინსის თქმით, პროსტატიტის ერთ-ერთი მიზეზი ეაკულაციის რაოდენობის შემცირებაა. წინამდებარე ჯირკვალში ბაქტერიები გროვდება და ინფექციას იწვევს.

 უცნობია, მოუწევთ თუ არა ასტრონავტებს მასტრუბირება კოსმოსური ფრენების დროს, მაგრამ როგორც ერთი რუსი კოსმონავტი ამბობს, მას ”ხელთან ჰქონდა სექსი”. რონ გარანი – ასტრონავტებს მართლაც აქვთ ”თავისუფალი დრო”, როცა ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან. ”მე მხოლოდ ჩემზე ვსაუბრობ, თან ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ…” – ამბობს გარანი.

 გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

 თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გახდა საჭირო, NASA ასტრონავტის უკან დაბრუნებას ითხოვს. ამისათვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რუსული ”სოიუზები” გამოიყენება. ავადმყოფთან ერთად, დანარჩენ ორსაც მოუწევს წამოსვლა, რადგან ეკიპაჟი სამი ადამიანისგან უნდა შედგებოდეს. ასეთი მოგზაურობა ასეულობით მილიონი დოლარი დაჯდება, ხოლო მძიმედ ავადმყოფმა ასტრონავტმა ის შეიძლება ვერც გადაიტანოს.

 საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან – კი ბატონო, მაგრამ ასეთი დახმარება მარსისკენ მიმავალ გზაზე რომ გახდეს საჭირო? ბიოსამედიცინო კვლევების ნაციონალური ინსტიტუტი (NSBRI) რამდენიმე სააგენტოს აფინანსებს, რომლებიც უნიკალურ სამედიცონო მოწყობილობებს ქმნიან, რომელიც გულის შეტევებისა და აპენდიციტის მსგავს დაავადებებს გაუმკლავდება (მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო მარსზე მყოფ ადამიანებს უმკურნალებს).

 წამალი იქ ეფექტურობას კარგავს

 35 სხვადასხვა პრეპარატი, მათ შორის საძილე და ანტიბიოტიკები, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნეს, ნაწილი კი დედამიწაზე, სპეცილურ კამერაში შეინახეს.

 28 თვის მერე, კოსმოსში გაგზავნილმა წამლებმა ეფექტურობა დაკარგა. ზოგიერთი მათგანი გადნა ან ფერი შეიცვალა, რაც გადაჭარბებული ვიბრაციისა და გამოსიხვების ბრალია. NASA-მ ამ პრობლემის სერიოზულობა შეამცირა, სადგურზე ყოველ 6 თვეში ახალი წამლების გაგზავნით. მომავლისთვის, ასტრონავტებს კოსმოსშივე წამლების დამზადებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი ექნებათ.

ნახშირორჟანგი

 დედამიწისგან განსხვავებით, სადაც ამოსუნთქული ნახშირორჟანგი ჰაერში იფანტება, ასტრონავტების მიერ ამოსუნთქული გაზი მათ თავზე ღრუბელივით ჩერდება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სპეციალური სავენტილაციო სისტემაა, რომელიც ამოსუნთქულ გაზებს მთელი ობიექტის პერიმეტრზე ფანტავს. მიუხედავად ამისა, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია მაინც აჭარბებს დასაშვებს. ამის გამო თავის ტკივილი, გაღიზიანება და უძილობა ასტრონავტებისთვის ნორმად არის ქცეული. იმედია, მარსის მისიების დაწყებამდე ამ პრობლემის გადაჭრის გზებიც მოინახება (როგორ მოქმედებს უწონობა ასტრონავტებზე?ყურადღებით:კოსმოში ქალია!რატომ უნდა ჰქონდეთ ასტრონავტებს ძლიერი კბილები?ასტრონავტები სიმაღლეში იზრდებიან; ასტრონავტობა ძნელია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.