მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო მარსზე მყოფ ადამიანებს უმკურნალებს

 NASA–ს ლაბორატორიაში შემუშავებული ახალი ტიპის პოლიმერი ჭრილობის დამუშავებისა და მკურნალობის მეთოდებს სრულიად შეცვლის: ჯერ აქ – დედამიწაზე, შემდეგ კი, იქ (როდესაც ჩავალთ) – მარსზე (seeker.com).

წარმოვიდგინოთ, რომ NASA–ს მარსის მისია დაამტკიცეს, თქვენ კი ასტრონავტი ხართ, რომელიც, მაგალითისთვის, 2030 წელს ჩავიდა მარსზე (NASA’s Journey to Mars); ან, რომ SpaceX–ის საპლანეტათშორისო გადაგზავნის სისტემის კომუნის წევრი ხართ (on the first SpaceX Interplanetary Transport System (ITS) commute) და მარსის ზედაპირზე ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულებისას (მაგალითად, ქანების გაბურღვის დროს) ფეხი დაგიცდათ და სამედიცინო პუნქტში საშინელი ჭრილობებით გადაგიყვანეს.

უეჭველია, რომ სპეციალურად გაწვრთნილი სამედიცინო ჯგუფი მოგეშველებათ, თუმცა, რა საშუალებებს გამოიყენებენ – ეს უკვე სხვა საკითხია (The (Space) Drugs Don’t Work).

ერთ–ერთი სამკურნალო საშუალებაა ელექტრონული სახვევი – ახალი ტექნოლოგია, რომელზეც NASA მუშაობს. მართალია, სახვევები დედამიწელი ათლეტების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება, მარსზე შეიძლება სრულიად განსხვავებული სურათი მივიღოთ, რადგან დაბალი გრავიტაციის პირობებში სისხლის თვისებები მნიშვნელოვნად იცვლება.

NASA–ს ლენგლის კვლევითი ცენტრის სამეცნიერო მასალების დეპარტამენტის უფროსი, ემილია “მია” სიოჩი ამბობს: “ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელსაც ყველა სახის ჭრილობის მკურნალობის პოტენციალი გააჩნია.”

httpv://www.youtube.com/watch?v=yji0RoVV_go

“ამ მასალის უნიკალურობა ისაა, რომ ის ელექტროაქტიურია – საკმარისია გავათბოთ, დავაჭიროთ ან სხვა რაიმე სახით დავტვირთოთ, მასში ელექტრული დენი აღიძვრება. დიახ, სულის შებერვა და სხეულის სითბო ამ პოლიმერის ასამუშავებლად სრულიად საკმარისია. ეს პოლიმერი ჭრილობების შეხორცებას უზრუნველყოფს (Drug Could Repair Microgravity Health Damage).

NASA–ს უნიკალური ტექნოლოგიის მეშვეობით, როგორც კი პოლიმერი შპრიციდან გამოვა, მასში ელექტრული დენი აღიძვრება და პოლიმერი ბოჭკოვან ქსოვილად გარდაიქმნება. თუ ბოჭკოებს ჭრილობაში სწორი მიმართულებით განვათავსებთ, სხეულის უჯრედები მათ “ხარაჩოებივით” გამოიყენებს და ჭრილობა ჩვეულებრივზე ბევრად უფრო სწრაფად შეხორცდება: “ამის შემდეგ, პოლიმერი სახვევის სახითაც შეიძლება გამოვიყენოთ და ჭრილობა ინფიცირებისაგან დავიცვათ” – ამბობს სიოჩი.

“ახალი აპარატი უზრუნველყოფს კონტროლირებადი დიამეტრის, ფორებისა და სისქის მქონე ბოჭკოებისა და საფარის მარტივ და იაფ წარმოებას.” – აღნიშნულია NASA–ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში (statement). დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: the NASA Technology Transfer website).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.