სამყაროში გალაქტიკები არაერთგვაროვნად არის განაწილებული და გიგანტური ღრუბლის მაგვარ სტრუქტურას წარმოქმნიან. გალაქტიკათშორისი სივრცის დიდი სიცარიელეები, როგროც დაკვირვებები გვიჩვენბს, „თხელი“ კედლებით არის შემოსაზღვრული, რომლებთანაც, თავიანთ უმრავლესობაში, ყველა ვარსკვლავური „კუნძულების“ კონცენტრირება ხდება. ეს ე.წ. სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურაა. ასეთი სახის მიღებას იგი ბნელი მატერიის ზემოქმედებას უნდა უმადლოდეს, რომელიც გალაქტიკებისა და მათი გროვების ძირითადი შემაერთებელი ძალაა (გრავიტაციით რა თქმა უნდა).
გალაქტიკების სივრცული განაწილების აღწერისას, მეცნიერები გამოყოფენ ვოიდებს (ანუ სიცარიელეებს (ვოიდები გვატყუებენ?!)) და ფილამენტებს – ძაფები, რომელთა გასწვრივაც გალაქტიკათა წყობებია განლაგებული.
სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა რეალური დამზერებით (ცისფრად) და მოდელირების მიხედვით (წითლად). ყოველი წერტილი სურათზე – ცალკეული გალაქტიკაა, რომლამდე მანძილი რადიუსის გასწვრივ გადაითვლება, ხოლო მიმართულება, მიმართღულებაა ცაზე.
მართალია, გალაქტიკებს არც თუ ისე ბევრი თვისებები აქვთ, რომლებიც რაიმე მიმართულებებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მათ შორის პირველი (და ყველაზე აშკარა) – ეს არის გალაქტიკის ბრუნვის ღერძი (უფრო ზუსტად, პერპენდიკულარის საშუალო მიმართულება ვარსკვლავთა გალაქტიკური ორბიტების სიბრტყეების მიმართ). არის თუ არა დამოკიდებული გალაქტიკის ბრუნვის ღერძის მიმართულება მიმართულებაზე, რომლის გასწვრივაც მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის ლოკალური ფილამენტია (რომელშიც გალაქტიკა მდებარეობს) წაგრძელებული? თუ დამოკიდებულია, როგორ? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ცალკეული გალქტიკებისა და მთლიანად სამყაროს მატერიის ევოლუციის უკეთ გაგებაში დაგვეხმარებოდა (გალაქტიკურ გროვებს მასის შენარჩუნებაში დაეხმარნენ).
უკანასკნელი წლების განმავლობაში, სხვადასხვა ავტორები, სხვადსხვა წარმოდგენებიდან გამომდინარე, ამ პრობლემაში გარკვევას ცდილობდნენ და ვერ ვიტყვით, რომ ისინი რაიმე კონსენსუსამდე მივიდნენ. ამჯერად, მეცნიერთა დიდმა საერთაშორისო კოლაბორაციამ ამ საქმეზე წერტილის თუ არა, თავდაჯერებული წერტილ მძიმის დასმა გადაწყვიტა. 500 000-მდე გალაქტიკის ევოლუციის მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს, რომელშიც ამ გალაქტიკების სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის ფილამენტებთან ურთიერთქმედებაც იყო გათვალისწინებული.
შედეგი, რომლამდეც მკვლევარები მივიდნენ, გვიჩვენებს, რომ ლოკალური ფილამენტის მიმართულება გალაქტიკის ბრუნვის ღერძზე ნამდვილად ზემოქმედებს, გალაქტიკა, თითქოს, ფილამენტის გარშემო ბრუნავს. თუმცა, ეს ყველა გალაქტიკაზე არ ვრცელდება. საინტერესოა, რომ ვარსკვლავურ სისტემათა ნაწილი პრინციპულად განსხვავებულად უნდა ბრუნავდეს – ღერძის გარშემო, რომელიც ფილამენტის მიმართულების პერპენდიკულარულია.
ასეთ გაყოფას ავტორები იმითი ხსნიან, რომ გალაქტიკათა ნაწილი ევოლუციის განმავლობაში სხვა გალაქტიკებთან შერწყმას განიცდის. ეს კი წარმოქმნილი დიდი გალაქტიკის ვარსკვლავების არევას იწვევს (შესაბამისად, მათი ორბიტებისაც). რაც, თავის მხრივ, ბრუნვის ღერძის საშუალო მონაცემის ცვლილებას იწვევს. მართლაც, ფილამენტებზე ორიენტირებული გალაქტიკები მსუბუქი მასისა არიან, ანუ თავიანთ მეზობლებთან შერწყმა არ გადაუტანიათ.