მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, ბარიონული ოსცილაციების სპექტროსკოპული კველვის(BOSS) ასტრონომიული სამსახურიდან, პარადოქსი აღმოაჩინა, რაც ბნელი ენერგიის ანომალური თვისებების არსებობის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს. ამაზე, სამყაროს გაფართოების სიჩქარის სხვადასხვა მეთოდებით დადგენილ მონაცემთა სიდიდეებს შორის არსებული განსხვავება მიუთითებს.
მიღებული მონაცემების თანახნმად, სამყაროს გაფართოების სიჩქარე, მეგაპარსეკზე 67 კილომეტრია წამში, 1,5 პროცენტიანი ცდომილებით(ჰაბლის კანონი). ეს შედეგები, მისია პლანკის(”პლანკის” კოსმოლოგიური შედეგები) საშუალებით მიღებულ შედეგებს ემთხვევა, რომელიც კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს(რელიქტური გამოსიხვება) იკვლევდა, სინათლეს, რომელიც დიდი აფეთქებიდან 380 ათასი წლის მერე გამოსხივდა, როცა სამყარო გამჭვირვალობის შეძენამდე გაფართოვდა(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ). თუმცა, ეს შედეგები ადამ რისის ხელმძღვანელობით მომუშავე ასტროფიზიკოსთა ჯგუფის მიერ მიღებულ დასკვნებთან წინააღმდეგობაში მოდის, რომლებმაც ჰაბლის მუდმივა, Ia-ს(კოსმოლოგიის სტანდარტული სანთელების გადაჭარბებული სტანდარტულობა; ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან) ტიპის 300 ზეახალსა და ათასობით ცეფეიდზე დაკვირვებით გამოითვალეს. იმის გამო, რომ ასეთი ვარსკვლავების სიკაშკაშე ერთნაირია, მათ ე.წ. ”სტადნარტულ სანთლებად” იყენებენ, სხვანაირად რომ ვთქვათ, არსებობს უკუკავშირი მათ ელვარებასა და დედამიწიდან დაშორებას შორის.
ახალი კვლევის ჩარჩოებში, მენციერებმა 1,2 მილიონი გალაქტიკის კლასტერიზაცია(გალაქტიკურ გროვებად თავმოყრა) შეისწავლეს. სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე გაჩნდა ტალღები, რამაც მატერიის შენადედებად შეკუმშავა და მათ შორის სიცარიელეების(ვოიდები გვატყუებენ?!) გაჩენა გამოიწვია. კლასტერებს შორის წარმოქმნილი მანძილების გაზომვით, ასტროფიზიკოსებმა სამყაროს გაფართოების სიჩქარე დაადგინეს და დაამტკიცეს, რომ სხვადასხვა მეთოდებით მიღებულ შედეგებს შორის არსებული განსხვავება, შემთხვევითობას არ წარმოადგენს.
მეცნიერთა ვარაუდით, შეუსაბამობა აქამდე უცნობი ნაწილაკების არსებობით შეიძლება აიხსნას, მაგალითად, ახალი სორტის ნეიტრინოთი, რომელიც სამყაროს გაფართოების სიჩქარეზე ზემოქმედებდა. სხვა ვერსიის მიხედვით, ბნელი ენერგია იცვლება და დროთა განმავლობაში, მეტ აჩქარებას ანიჭებს სამყაროს, ვიდრე ითვლებოდა. გარდა ამისა, ზოგიერთი მეცნიერი, სტანდარტული სანთლების მეთოდს არ ენდობა. სიდიდეებს შორის განხვავების რეალურობის შესამოწმებლად, ისინი, ქნარის RR ტიპის ვარსკვლავებისა და წითელი ჯუჯების გამოყენებას გვთავაზობენ.
სამყარო, დაბადების მომენტიდან დაწყებული, მუდმივად ფართოვდება. მეცნიერები ამის მიზეზად ბნელ ენერგიას თვლიან, რომელიც მთელ კოსმოსს ავსებს და სულ უფრო სწრაფად აფართოებს მას(ექსპერიმენტი BOSS; ბნელზე ბნელი).