ოქროს კვეთა ვარსკვლავების ელვარებაში

 ა.შ.შ. და გერმანელმა ასტროფიზიკოსებმა, ვარსკვლავების ელვარების ცვლილებაში ოქროს კვეთის ნიშნები შეამჩნიეს და უცნაურ არაქაოტურ ატრაქტორზე დაკვირვებები პირველად ჩაატარეს(New Scientist).

 ცვალებად ვარსკვლავებში წნევის ცვლილება მათი ელვარების ცვლილებას იწვევს. მზისგან განსხვავებით, ცვალებად ვარსკვლავებში ასეთ რყევებს უფრო რთული ხასიათი აქვს, თუმცა მათი მათემატიკური აღწერა მაინც მოხერხდა. კოსმოსური ტელესკოპით – ”კეპლერი”, ქნარის RRc-ის ტიპის  ცვალებად ვარსკვლავზე KIC 5520878 დაკვირევბით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მისი სიკაშკაშის რყევები ოქროს კვეთის კანონზომიერებებს ემორჩილება.

 ეს ვარსკვლავი, როგორც ზოგიერთი სხვაც, ჯერადი სიხშირეებით პულსირებს. თუ ამ სიხშირეებს შევკრებთ და მაქსიმალური სიხშირის მაჩვენებელზე გავყოფთ, მივიღებთ რიცხვს – 1,618, რომელიც დაახლოებით ოქროს პროპორციას(ქართ.ვიკი.) უტოლდება.

atraqtori varsk elvarebashi  დინამიური სისტემების თეორიდან გამომდინარეობს, რომ ორი სიხშირის მქონე სისტემის დინამიკა, ოქროს პროპორციული თანაფარდობით ერთმანეთთან, შემაშფოთებელი ზემოქმდებების მიმართ მაქსიმალურად მდგრადია.

 მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ KIC 5520878-ის გამოსხივებათა სიხშირეები, უცნაური არაქაოტური ატრაქტორის(უაა) ფრაქტალური(ქართ.ვიკი.) მოდელის მიმართ შესაბამისობაში არის მოწყობილი.

 ატრაქტორი მდგომარეობათა სიმრავლეს წარმოადგენს, რომლებში გადასვლისკენაც სისტემა მიისწრაფის. ის არის უცნაური(ქაოტური), თუ მასში არსებულ მდგომარეობათა ტრაექტორიები არ არის ჩაკეტილი, ქაოტურია და ეს სისტემები გარე ზომოქმედებათა მიმართ არამდგრადია.

 უაა-ს მოდელი 1984 წელს იქნა წარმოდგენილი. აღმოჩნდა, რომ არაწრფივ სისტემაზე ფსევდოპერიოდული ზემოქმედების შემთხვევაში, უცნაური ატრაქტორითაც, მას შეუძლია არ დაკარგოს მდგრადობა. უაა არ შლის სისტემას, თუმცა უცნაურ თვისებებს სძენს მას(კერძოდ, ფრაქტალურ ან თვითგანმეორებად სტრუქტურებს).

 ადრე ასეთი ატრაქტორები მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში იქნა დამზერილი – გარდამავალი მდგომარეობა მდგრადსა და ქაოტურს შორის, ხოლო მათი თეორიული კვლევა სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ასტროფიზკოსებმა ასევე შეამჩნიეს, რომ ფრაქტალური სტრუქტურების ქონა ცვალებადი ვარსკვლავების საერთო თვისებას არ წარმოადგენს.

 ოქროს კვეთა ჯერ კიდევ 2300 წლის წინათ იყო ცნობილი. მათემატიკურად ის ირაციონალურ რიცხვს წარმოადგენს, ან დაახლოებით – 62, პროცენტულად რომ წარმოვადგინოთ. არქიტექტორები ოქროს კვეთის პროპორციებს ნაგებობათა მშენებლობისას იყენებდნენ(მაგალითად, წრფივი ზომების ასეთი თანაფარდობა ბევრ ძველ ეგვიპტურ ძეგლებში დაიმზირება)(დამოკიდებულება პერიოდი-ნათობავარსკვლავი – ვრცლად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.