ამ ჰიპოთეზის მართებულობა დამოკიდებულია ბნელი ენერგიის ბუნებაზე, პარამეტრზე w – ბნელი ენერგიის წნევის თანაფარდობა მის სიმკვრივესთან. თუ w<1, მაშინ სამყარო გააგრძელებს აჩქარებულ გაფართოებას და მასშტაბური ფაქტორის სიდიდე გაუტოლდება უსასრულობას ზღვრული დროის განმავლობაში.
თუ w= -3/2, გამოთვლების მიხედვით, სამყაროს დასასრული(დიდი გახლეჩა) მოხდება 15 მილირდი წლის მერე დიდი აფეთქებიდან, 5 მილიარდი წლის მერე დღევანდელი დღიდან.
- დიდ გახლეჩამდე 1 მილიარდი წლით ადრე დაიშლებიან გალაქტიკათა გროვები.
- დიდ გახლეჩამდე დაახლოებით 60 მილიონი წლით ადრე გრავიტაცია გახდება ძალიან სუსტი, დაიშლება ჩვენი გალაქტიკაც.
- 3 თვით ადრე მზის სისტემა აღარ იქნება გრავიტაციულად დაკავშირებული.
- 30 წუთით ადრე დაიშლება დედამიწაც.
- 10−9 წამით ადრე დაიშლებიან ატომები.
რადგან დრო არის მომხდარი მოვლენების მიმდევრობის განმსაზღვრელი, ურთიერთქმედებათა არ არსებობის გამო ისიც აღარ იარსებებს.
დღეისათვის არ არის ცნობილი, აქვ თუ არა ბნელ ენერგიას ასეთი თვისებები, რომლებითაც შეიძლება მოხდეს დიდი გახლეჩის სცენარის რეალიზება. გარდა ამისა, დიდი გახლეჩის მოახლოებასთან ერთად მატერიასაც აღარ ექნება იგივე თვისებები, ისინი შეიცვლება. თუმცა, როდის მოხდება ეს და რომელი ობიექტები გადარჩება ან დაიშლება – უცნობია.