მოქმედებს თუ არა სამყაროს გაფართოება ადამიანებზე?(ბექა)

თუ მან გრავიტაციული მიზიდულობა მთლიანად გაანეიტრალა, მაშინ სამყარო უსასრულოდ გაფართოვდება და მთელი მატერია, მათ შორის დედამიწაც, გამოსხივებად გადაიქცევა. თავის მხრივ ეს გამოსხივებაც დაკარგავს საბოლოოდ ენერგიას და სამყაროს ადგილზე ცივი სიცარიელე დარჩება. თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება მხოლოდ უშორეს მომავალშია შესაძლებელი. იმ დროისთვის მზის სისტემა აღარ იარსებებს. არც ადამიანი, თუ კაცობრიობამ ვერ შეძლო სხვა, მზეზე ახალგაზრდა ვარსკვლავის, სიცოცხლისათვის თავსებად პლანეტარულ სისტემაში გადასვლა. კვლევები გრძელდება და არც დამალული მასის პრობლემაა ბოლომდე გადაწყვეტილი. მასისა, რომელმაც პირიქით, სამყაროს უკან, ერთ წერტილში შეკუმშვა გამოიწვიოს. ეს მასა ალბათ არ არსებობს, რადგან სამყაროს აჩქარებული გაფართოება დამტკიცებული ფაქტია.

ამჟამად ბნელი ენერგია დედამიწაზე და მასზე არსებულ სიცოცხლეზე არანაირად არ მოქმედებს. არ შედის ჩვეულებრივ მატერიასთან ურთიერთქმედებაში, გარდა გრავიტაციულისა, თუმცა ეს უფრო ანტიგრავიტაციაა. მისი ზემოქმედება ვლინდება სამყაროსეულ მასშტაბებში, რადგან ბნელი ენერგია ყოვლისმომცველია და ყველგან თანაბრადაა განაწილებული. მთლიანობაში ეს ძალა ყველა სხვა ძალას გადაძლევს და სამყაროს აჩქარებით აფართოებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.