ბოლო წლებში მომხდარი შთამბეჭდავი აღმოჩენების მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვნეთ სიცოცხლე დედამიწის მიღმა. ჯერჯერობით, ჩვენის მსგავსი ცივილიზაციების ტექნოლოგიური აქტივობის არანაირი ნიშანი არ ჩანს – კოსმოსური სადგურები, ჰიპოთეტური დაისონის სფეროები, სამრეწველო გამონაბოლქვი ატმოსფეროში. არაფერი. საინტერესოა, ჩვენ თუ გვამჩნევს ვინმე და რა მანძილიდან? ამერიკელმა ასტრონომებმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გადაწყვიტეს, იმ მაქსიმალური მანძილის გამოთვლით, რომელზეც დედამიწის ამა თუ იმ გზით აღმოჩენა იქნებოდა შესაძლებელი.
ტექნოგენური სიგნატურა
“ტექნოხელმოწერებში” მეცნიერები გულისხმობენ ტექნოლოგიური აქტივობის ყველა სახის გამოვლინებას, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს შორიდან ასტრონომიული ინსტრუმენტების გამოყენებით. კლასიკური მაგალითია – რადიოგადაცემები.

დღეს, ისეთი პროგრამების ჩარჩოებში, როგორიც არის არამიწიერი ინტელექტის ძებნა (SETI) და გარღვევა მოსმენაში (Breakthrough Listen), მკვლევარები განიხილავენ პოტენციური ტექნოსიგნალების ფართო სპექტრს, ლაზერული იმპულსებიდან, დაისონის სფეროს მსგავს გიგანტურ სტრუქტურებამდე.
რადიოგამოსხივება

ქვესათაურიდან გამომდინარე, შანსი იმისა, რომ ჩვენის მსგავსი არამიწიერი ცივილიზაცია აღმოგვაჩენს, რადიოგამოსიხვების ამ დიაპაზონში უფრო მეტია:
- ყველაზე მძლავრი რადიოსიგნალები, კოსმოსში აწ უკვე აღარ არსებული არესიბოს რადიოტელესკოპით იქნა გაგზავნილი. 1974 წლის 16 ნოემბერს, პუარტერიკოდან, ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩამონტაჟბული, 300 მეტრიანი რადიოტელესკოპით, 169 წამიანი ხანგრძლივობის სიგნალები, 25 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავური გროვის, М13-ის მიმართულებით იქნა გაგზავნილი.
- სიგნალები “იპარება” შორეულ კოსმოსთან კავშირის სისტემიდანაც (Deep Space Network. NASA), რომელიც პლანეტათშორის თანამგზავრებთან და მარსმავლებთან კავშირისთვის გამოიყენება, თუმცა, მათი სიმძლავრე, არესიბოდან გაგზავნილზე გაცილებით მცირეა.
- რადიოსიხშირული სიგნალების მუდმივი „გაჟონვაა“ მობილური ქსელების, ტელევიზიისა და რადიოსადგურების ყოველდღიური „ხმაურიც“. უცხოპლანეტელი ასტრონომის პოზიციიდან, ასეთი სიგნალი შეიძლება გამოჩნდეს, როგორც სუსტი, თუმცა უწყვეტი რადიოხარვეზები გამოსხივების ფართო ზოლში.
- რადიოსიგნალები კოსმოსური ხომალდებიდან, როგორიცაა “ვოიაჯერები“. ეს უკანასკნელი, ათწლეულებია გასული, რაც მზის სისტემის კიდეებისკენ მიდის და დედამიწასთან (თუმცა ეპიზოდურად) მონაცემების გაცვლას აგრძელებს.
იმისათვის, რომ დაედგინათ, დედამიწიდან გამოსხივებული რადიოტალღები შორეული დამკვირვებლისთვის რამდენად შემჩნევადი შეიძლება იყოს, მეცნიერებმა, ახლო მომავლისთვის მშენებარე ყველაზე მგრძნობიარე რადიოტელესკოპების მასივი – SKA1-Mid ამოირჩიეს და შესაბამის ფორმულებში მონაცემთა ჩასმით, ჩვენი სიგნალების დაფიქსირების შესაძლო მანძილები გამოითვალეს:
- არესიბოს მსგავსი პლანეტური რადარები – 12 000 სინათლის წელი.
- შორეულ კოსმოსთან კავშირის სისტემა – 65 სინათლის წელი.
- ზედაპირული კავშირგაბმულობა – 4 სინათლის წელი.
- “ვოიაჯერი” – 1 სინათლის წელიწადზე ცოტა.
ატმოსფერული ტექნოხელმოწერა
კლიმატის ცვლილების ეპოქაში, მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ, შეიძლება თუ არა ატმოსფეროს უჩვეულო შემადგენელმა, უცხო ინდუსტრიული ცივილიზაცია “ამხილოს”. „ტექნოგენურ გაზებს“ შორის, განსაკუთრებულად საყურადღებოა აზოტის ორჟანგი (NO2), რომელიც წიაღისეული საწვავის წვის შედეგად და მრეწველობაში წარმოიქმნება, ასევე, ქლორფტორნახშირბადები (CFC), რომლებსაც, ძირითადად, ადამიანი ქმნის (დედამიწაზე მათი ბუნებრივი წყაროები თითქმის არც არის).
აღსანშნავია, რომ უცხო სიცოცხლის საძებნი მომავლის ტელესკოპები, NO₂-ის სპექტრულ დიაპაზონზე იქნება მომართული. მეცნიერთა აზრით, ატმოსფერული NO₂, რომელმაც პიკს მე-20 საუკუნის ბოლოს მიაღწია, თეორიულად, დედამიწის მსგავსი პლანეტის სპექტრში, დაახლოებით 5-6 სინათლის წლის მანძილიდან შეიძლება იქნეს შემჩნეული, დაკვირვებათა 300 საათიანი სეანსებით.
ხილული და ინფრაწითელი ხელმოწერა
შესაძლო ტექნოხელმოწერად განიხილება ქალაქების განათებაც, რომლებიც თანამგზავრებიდან მშვენივრად ჩანს, ოღონდ არა ვარსკვლავთშორის მანძილებზე: ადრე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხილული დიაპაზონის ძლიერ ტელესკოპებში, დედამიწის განათებული ზედაპირი, რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრის ფარგლებს გარეთ უკვე აღარ ჩანს.
ახალი კვლევის ავტორებმა, ზღვრული მნიშნელობა დააზუსტეს: 0,036 სინათლის წელი (20000 ასტრონომიულ ერთეულზე ცოტა მეტი, ანუ 300 მლრდ.კმ.). ეს ზღვარი, ოორტის ღრუბლის ფარგლებს გარეთ გამოდის, რომლის იქეთაც, ქალაქების სუსტი ნათების დანახვა შეუძლებელია.
მკვლევარებმა ასევე შეაფასეს, თუ რამდენად შორს შეიძლება გააღწიოს თანამედროვე ოპტიკური საკომუნიკაციო სისტემების ნათებამ (როგორიცაა NASA-ს პროექტი DSOC, რომელიც დაახლოებით 7 კვტ. სიმძლავრის ლაზერს იყენებს). შემთხვევით, კონკრეტულად ჩვენსკენ მომზერალმა ძლიერმა სპექტროგრაფმა ეს ლაზერი რამდენიმე სინათლის წლის მანძილიდან შეიძლება შეამჩნიოს.

კიდევ ერთი წყაროა ე.წ. “თბილი კუნძულები”: ქალაქები, რა თქმა უნდა, შემომფარგლავ ტერიტორიებზე თბილია და მათზე მეტადაა მანათობელი ინფრაწითელ დიაპაზონში. თუმცა, ისეთი თანამედროვე კოსმოსური ტელეკოპით, როგორიც “ჯეიმს ვებია“, ტემპერატურათა ეს სხვაობა მხოლოდ ნეპტუნის ორბიტიდმდე თუ გამოვლინდება.
ხელოვნური ობიექტები პლანეტებზე და კოსმოსში

ნაშრომში, ასევე, განიხილეს ობიექტები, რომლებიც ადამიანების მიერ სხვა ციურ სხეულებზეა განთავსებული (მაგალითად, მთვარის მოდულები, პლანეტომავლები), თანამგზავრები დედამიწის ორბიტაზე. არესიბოს რადარის მსგავსი მოწყობილობით, მათგან არეკლილი სიგნალის გარჩევა მხოლოდ მარსამდე მანძილზე თუ იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტია “კლარკის ეგზო-სარტყელი” – სატელიტური რგოლი გეოსტაციონალურ ორბიტაზე. ჩვენი პლანეტის გარშემო უამრავი თანამგზავრი მოძრაობს, მაგრამ არა იმდენი, რომ ტრანზიტის მეთოდით, როცა პლანეტა თავის ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის გაივლის, ამ სარტყელმა მნათობის გამოსხივებაში მცირე ჩაბნელების მსგავსი კვალი წარმოქმნას. მზის საკვლევი ჩვენი ტელესკოპები ამ თანამგზავრების დაჯგუფებებს მთვარემდე მანძილიდანაც კი ვერ შეამჩნევს.
დედამიწა აღმოაჩენს დედამიწას
ახალი კვლევა, ფილოსოფიური შეკითხვების მთელ რიგს აჩენს, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს უცხო სიცოცხლის ძებნისთვის გაწეულ ძალისხმევას – ჩვენი ტექნოხელმოწერების „სიშორის“ ახალი რიცხვითი შეფასებები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორ გამოვიყურებით გარედან. ეს, კაცობრიობისთვის ერთგვარი გამოცდაც არის – მზად ვართ ამოვიცნოთ არამიწიერი გონის სუსტი ან მოკლევადიანი ნიშნები ჩვენი გალაქტიკის მასშტაბით, იმის გაცნობიერებით, რომ თვითონ შეიძლება დავრჩეთ შეუმჩნეველი (რომელი ეგზოპლანეტებიდან ვჩანვართ?).
ამავდროულად, ასეთი ანალიზი მეცნიერებს შთააგონებს ჩაატარონ ახალი კვლევები და გააუმჯობესონ ასტრონომიული ინსტრუმენტები. ჯამში, თუ გვინდა სხვა კოსმოსურ მაცხოვრებლებს შევხვდეთ, უსუსტესი სიგნალების აღმოჩენაც კი უნდა ვისწავლოთ. და პირიქით – ჩვენმა უწყვეტმა განვითარებამ, დედამიწა, სამყაროს ბევრად უფრო შესამჩნევ ობიექტად შეიძლება აქციოს (METI-მ მეზობელი ვარსკვლავისკენ სიგნალი გაუშვა; სეთ შოსტაკის ვრცელი ინტერვიუ; უცხო სიცოცხლე).