რა აქვთ საერთო უძველეს ობსერვატორიებს?

zveli obs koreshi  პირველი ობსერვატორიები ჯერ კიდევ დიდი ცივილიზაციების ჩამოყალიბებამდელ ხანაში შენდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ხალხებს ერთმანეთს ათასეულობით კილომეტრი აშორებდათ, მათ მიერ აშენებულ ნაგებობეს საერთო კანონზომიერებანი გააჩნიათ. მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ნაგებობები ერთი გეგმის მიხედვით რატომ შენდებოდა და ვინ არის მისი ავტორი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერები ახლაც დაობენ.
zveli obs ankgori kamboja 2000-დან 2004 წლის ჩათვლით ამერიკულმა თანამგზავრმა ”იკონოს-2”-მა 30 უძველესი ობსერვატორიის ფოტოები გადაიღო. მიღებული შედეგების მიხედვით, ძველი ნაგებობების არქიტექტურული გეგმის წარმომავლობის ძირითადი თეორია იქნა შემუშავებული. კაცობრიობის ყველაზე პირველი ობსერვტორიების სიაში შევიდნენ: ანგკორ-ვატი კამბოჯაში, აბუ-სიმბელი ეგვიპტეში, მექსიკაში – ჩიჩენ-იცა, ტეოტიუაკანი, უკსმალი, ძიბილჩალტუნი და მაიაპანი; კასა-რინკონადა, პუებლო-ბონიტო, ჰოვენვიპი ა.შ.შ-ში, აღდგომის კუნძული; მაჩუ-პიკჩუ პერუში; სთოუნჰენჯი ბრიტანეთში. მსგავს კონსტრუქციათა რიცხვში, კვლევაში არ შესული ზოგიერთი ნაგებობაც შეგვიძლია შევიყვანოთ: ქვების წრე ქასლრიგი ბრიტანეთში, ნიუგრეინჯი ირლანდიაში, გოზეკის წრე გერმანიაში და არკაიმი რუსეთში.
ყველა ნაგებობას ერთნაირი არქიტექტურული ხასიათი აქვს: წრიული, ან პირამიდალური. გარდა ამისა, განსხვავებული განლაგების მიუხედავად, ყველა მათგანი ერთი და იგივე წერტილებისკენ არიან ორიენტირებულნი. კერძოდ, თანამგზავრული და არქეოლოგიური მონაცემები აჩვენებენ, რომ ეს წერტილები მზის ჩასვლა-ამოსვლის წერტილებს ემთხვევა მზის დგომისა და თანაბარდღეობის მომენტებში, ”დაბალი” და ”მაღალი” მთვარის ამოსვლა-ჩასვლის წერტილები(დედამიწა).

zveli obser abu_simb mzis festivali ეგვიპტური ტაძარი აბუ-სიმბელი მთლიანად კლდოვან მასივშია გამოკვეთილი. წელიწადში ორჯერ, 21 მარტსა და 22 სექტემბერს, 5 საათზა და 58 წუთზე მზის სხივი კვეთს ხაზს, რომელიც ტაძრის შესასვლელს 65 მეტრითაა დაშორებული და ღვთაების, ამონ-რას მარცხენა მხარს ანათებს. რამდენიმე წუთის მერე სხივი უკვე სხვა ღვთაებას – ჰარმაქისას ანათებს, ხოლო 20 წუთის მერე სხივი ქრება. ჩიჩენ-იცას პირამიდა ისეა ორიენტირებული, რომ სწორედ 21 მარტსა და 22 სექტემბერს(გაზაფხულის და შემოდგომის თანაბარდღეობა) სხივები პლატფორმათა ჩრდილებს მთავრი კიბის კიდეებთან, სამკუთხედებისა და ჩრდილების გველის თავთან დაკავშირებულ მიმდევრობებს ქმნიან, რაც დაახლოებით 3:30 საათი გრძელდება. ჩრდილო-აღმოსავლეთ ირლანდიაში, ნიუგრეინჯში, ზამთრის მზის დგომისას სხივები ნაგებობის შიგა დარბაზს ანათებენ. ჭერში სპეციალური ღიობია გაკეთებული, რომლის გავლითაც მზის სხივები ქვებში 19 მეტრის სიგრძის გზას გადიან, დარბაზში ხვდებიან და 17 წუთი ანათებენ მას.

zveli obs chineica gveli მზისა და მთვარის, ცის თაღზე მოძრაობის მთავარი მომენტების ზუსტი ფიქისრების საშუალებას არკაიმის კონსტრუქციაც იძლეოდა. ამისათვის ძველი ასტრონომები, აისისა თუ დაისის დროს, მზის დისკოს ჰორიზონთან შეხებისა და მოშორების მომენტებს აკვირდებოდნენ. ასეთებს ახლა ”ჰორიზონტისპირა” ობსერვატორიებს უწოდებენ, ხოლო მათ მიერ ფიქსირებულ მომენტებს – მოვლენებს.

zveli obs arkaimi ruseti შემთხვევითია თუ არა, რომ დროსა და სივრცეში ერთმანეთისგან დაშორებულ ნაგებობებს ერთნაირი თავისებურებები აქვთ? ჩატარებულმა კვლევებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ არა: ძველი ობსერვატორიები, ქაოტურად გაბნეული სხვადასხვა კონტინენტებსა და ქვეყნებში, ერთი გეგმის მიხედვით შენდებოდა, რომელიც უძველეს ცივილიზაციებს შორის ზემოქმედებით ვერ გავრცელდებოდა.

 მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ეგვიპტელებისა და შუმერების ზოგიერთ ზემოქმედებებს არ ჩავთვლით, მაშინდელი ეპოქის ყველა ხალხები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ. არქეოლოგებმა აშკარა კულტურული კავშირები ვერ აღმოაჩინეს, ამიტომ ითვლება, რომ ყველა ამ ცივილიზაციის ერთდროული აღმავლობა შემთხვევითობა იყო, ან დიდი როლი ”კუტურულმა ქვეცნობიერმა” ითამაშა, რასაც კარლ იუნგიც აღნიშნავდა – გარკვეული ფსიქიური სტრუქტურებისა თუ მექანიმზების არსებობა, რომლებიც ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი და თაობებიდან თაობებს გადასცემენ.

zveli obs zibilchaltun დღეისათვის პრაქტიკულად ეჭვს აღარ იწვევს ის აზრი, რომ უძველესმა ცივილიზაციებმა ობსერვატორიები თავიანთ მენტალურ და რელიგიურ შეხედულებებთან შესაბამისობაში ააგეს. ობსერვატორიების მშნებლობა გრძელდება, მათ შორის კოსმოსშიც. ამოცანები უფრო მასშტაბური გახდა, აზრი კი იგივე დარჩა: რაც შეიძლება მეტი გავიგოთ ჩვენი და სხვა ვარსკვლავების ზემოქმედების შესახებ დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე.

ქვების თითქოსდა ქაოტური განლაგებების მიღმა ნატიფი ასტრონომული გამოთვლები იმალებიან. ძველი ხალხები თავიანთ ობსერვატორიებს ჭაობებსა და ტყით დაფარულ ტერიტორიებზე აშენებდნენ, სტანდარტული საზომი ერთეულების გამოყენებით. როგორ მოხდა ასე?

 ამ ფენომენის ახსნის ვერსია ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-იან წლებში ბრიტანელმა ინჟინერმა, ოქსფორდის პროფესორმა ალექსანდრ ტომმა წარმოადგინა. 300-ზე მეტი მეგალითური წრეების შესწავლის მერე, მეცნიერმა დიდი სიზუსტით შეძლო ერთეულის დადგენა, რომელსაც უძველესი ობსერვატორიების აშენების დროს იყენებდნენ. მისი აზრით, ძველმა არქიტექტორებმა გაზომვათა ერთადერთი საიმედო მეთოდი იცოდნენ – დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო, დამზერადი, როგორც ცის თაღის მოძრაობა. ეს ბრუნვა ქანქარას საშუალებით იზომებოდა. ასეთნაირად გადაიქცა დროის ერთეული სიგრძის საზომად, რომელსაც მენციერები ”მეგალითურ იარდს” უწოდებენ, სიდიდის მნიშვნეობით – 82,96656 სანტიმეტრი.

 წლების მერე, როცა მეცნიერებმა თანამედროვე ასტრონომული ცოდნა ამ ერთეულს შეადარეს, გაირკვა, რომ მეგალითურ იარდს მთელრიცხობრივი თანაფარდობა აქვს დედამიწის პოლარული წრის გარსშემოწერილობასთან. მეცნიერებმა ეს სიდიდე მეგალითურ იარდებში გამოითვალეს, შემდეგ კი გრადუსებში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მშენებლები წრეს 366 გრადუსად ყოფდნენ, დღევანდელი 360 გრადუსისაგან განსხვავებით.

 ცნობილია, რომ წელიწადი დედამიწაზე 365 დღე გრძელდება, ყოველი მეოთხე წელი კი ნაკიანია, ის 366 დღისგან შედგება. ზედმეტი დღე ყოველ ოთხ წელიწადში მეორდება და ჯერ კიდევ შუმერების მირ დადგენილ 24 საათიან დღე-ღამეზე (სინამდვილეში)236 წამით ადრე სრულდება. თუ ამ წამებს 365 დღეზე გავამრავლებთ, სწორედ რომ კიდევ ერთ დღეს მივიღებთ.

 ალექსანდრ ტომის თეორიის სასარგებლოდ ასტრონომებმა კიდევ ერთი არგუმენტი მიიღეს, კუბის აგებით, რომლის გვერდები 4 მეგალითურ დუიმს უტოლდება. ალბათ, ასეთნაირადვე იქცეოდნენ ძველი მშენებლებიც, სიგრძის ერთეულის მოცულობის ერთეულად გადაქცევით. მარტივი გაზომვების მერე გაირკვა, რომ კუბის მოცულობა ზუსტად ერთ ფუნტს უტოლდებოდა. მკვლევარებმა კუბი ქერის მარცვლებით გაავსეს. მათ ამჯერადაც აღმოჩენმა ელოდათ: მოცულობაში ზუსტად ერთი ფუნტის რაოდენობის მარცვალი დაეტია, ანუ დახლოებით 400 გრამი.

 ამგვარად, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ მეგალითური იარდით კუბური და სფერული სიდიდეების დადგენა არის შესაძლებელი, მასისა და მოცულობის თანამედროვე სიდიდეებთან თანხვედრაში.

zveli obs koreshi ობსერვატორიების ასაშენებლად საჭირო სიგრძის ერთეულის მზის სიტემის ობიექტებზე დასაკვირვებლად გამოყენება თუ არის შესაძლებელი? მეცნიერები თლიან , რომ – კი. ახალზელანდიელი ასტრონომი რობერტ ადამი ამბობს, რომ მეგალითური იარდი არა მარტო დედამიწის პარამეტრების გამოსათვლელადაა ვარგისი, არამედ მთვარისაც. ჩვეული კილომეტრების ძველ ერთეულებში გადაყვანით, ასტრონომებმა მთავრის რადიუსის მიხედვით მისი გარშემოწერილობა გამოითვალეს. ასე იქნა მიღებული სიდიდე , რომელიც 13 162 900 მეგალითურ იარდს უტოლდება. ასეთი ზომის წრის 366 გრადუსად, შემდეგ კი 60 კუთხურ წუთად და 60 კუთხურ წამად დაყოფით, მთვარის გარშემოწერილობის ყოლევ კუთხრუ წამზე 100 მეგალითური იარდი მოდიოდა. ცნობილია, რომ მთვარე მზეზე 400-ჯერ პატარაა. მაშინ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მნათობის ზომა ყოველ კუთხურ წამზე 40 000 მეგალითურ იარდს უნდა შეადგენდეს, რაც ასეც არის.

აშკარა ხდება, რომ უძველესი ობსერვატორიების მსგავსება იმით აიხსნება, რომ ისინი ერთიანი საზომი ერთეულის მიხედვით შენდებოდა. მდებარეობის მიუხედავად, ყველა ძველ არქიტექტორს საიმედო გამოთვლათა მხოლოდ ერთი მეთოდი შეიძლებოდა ჰქონოდათ – ეს არის დედამიწის ბრუნვა ღერძის გარშემო, რაც ცის თაღის ბრუნვაში გამოიხატება(ძველი ცივილიზაციები).

2 comments

  1. ასეთი გაზომვებისთვის იყო შექმნილი წამზე უფრო მცირე დროის საზომი ერთეულები რომლებსაც სულხან-საბა ახსენებს

  2. ანუ რა, დაკარგული ცივილიზაციები!?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.