არ ციმციმებენ, უბრალოდ, ეს შთაბეჭდილება დედამიწელ დამკვირვებელს ექმნება, როცა მის თვალში ატმოსფეროში მრავალჯერადად გარდატეხილი სინათლე ხვდება. ატმოსფეროს გარეთ მყოფი ასტრონავტები ერთგვაროვნად მანათობელ ციურ სხეულებს ხედავენ, ყოველგვარი ციმციმის გარეშე, რაც არ უნდა შორეულ ობიექტს უმზერდნენ ისინი. სქელი ატმოსფეროს მქონე დედამიწის ზედაპირამდე მოსული სინათლის სხივი, სხვადასხვა სიმკვრივის მქონე(ტემპერატურა, ტენიანობა, მტვერი, ტურბულენცია) ჰაერში გავლისას სხვადასხვა მიმართულებით გარდატყდება.
ყველა პლანეტა, მაგალითად, არეკლილი მზის სხივებით ანათებს და არ ციმციმებს. ისინი გაცილებით ახლოა და პატარა დისკოებად წარმოგვიდგება და არა წერტილებად, როგორც ვარსკვლვბი. სინათლე ამ დისკოების სხვდასხვა ნაწილებიდან აირეკლება. გარდატეხას ეს სინათლეც განიცდის, თუმცა დისკოს ერთი უბანი ელვარე სინათლეს ირეკლავს, მეორე კი შედარებით სუსტს. ეს ძლიერი და სუსტი ნათება ერთმანეთს ავსებს, გამოსხივების საშუალო ინტენსიურობა უცვლელი რჩება და დისკოს ნათებაში ციმციმი აღარ დაიმზირება. მზეც ვარსკვლავია, მაგრამ ის გაცილებით ახლოა, ვიდრე ვარსკვლავები, რომელთაც ღამე ვხედავთ. წერტილი ნამდვილად არ არის და ერთგავროვნად მოკაშკაშე დისკოს სახით ვხედავთ (თინდალის ეფექტი; ;დისპერსია: ატომური თეორია; სინათლის არეკვლის კანონი; დიფრაქცია; სპექტრული ანალიზი; ელექტრომაგნიტური გამოსხივება).