მართალი რომ ითქვას, მეცნიერებს ამ კითხვაზე პასუხი ახლაც არა აქვთ. თუმცა, ასტრონავტთა ყოველი ახალი გუნდი, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ადიან, სპეციალისტებს ამ შეკითხვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტის გადახედვაში ახალი მონაცემების მოწოდებით ეხმარებიან.
დღეისათვის კოსმოსში ყოფნის რეკორდი 437 დღეს შეადგენს. ის რუსმა ასტრონავტმა ვალერი პოლიაკოვმა თითქმის 20 წლის წინ დაამყარა, კოსმოსში ორჯერ გაფრენით(პირველ ჯერზე 240 დღე). რაც შეეხება სერგეი კრიკალიოვს, 6-ჯერ იფრინა და მთლიანობაში იქ 803 დღე გაატარა(როცა უწონობა ტვირთია: რაზე არ ლაპარაკობენ ასტრონავტები).
ყველამ იცის, რომ კოსმოსი არც თუ ისეთი შესაფერისი ადგილია ადამიანის საყოფნელად, რადგან ჩვენი ფიზიოლოგია არ არის ამისათვის ადაპტირებული, მით უმეტეს მიკროგრავიტაციისთვის. ჩვენი კუნთები მუდმივად დედამიწის გრავიტაციას ეწინააღმდეგებიან, კოსმოსში კი გამოუსადეგარნი ხდებიან და ატროფირებას იწყებენ. ეს ყველა კუნთებს ეხება, გულის(უწონობით მომრგვალებული გულები), კისრის და ა.შ.
დატვირთვის არ არსებობის გამო არც ძვლების რეგენერაცია ხდება. გრაფიკზე(პროცენტული თანაფარდობით) ნაჩვენებია, ჩვენი ორგაიზმის რომელი ძვლები ზარალდებიან ყველაზე მეტად:
კოსმოში ყოფნა იმუნიტეტსაც აქვეითებს. მიკრობებით დაავადების რისკი დაბალია, თუმცა იმუნიტეტის დაქვეითებას არასასურველ აუტოიმუნურ რეაქციებამდე და ჰიპერმგრძნობელობამდე მივყავართ.
მიკროგვარიტაციით გამოწვეული მავნე ფაქტორების გარდა, ორგანიზმისთვის პოტენციურად დიდ საფრთხეს რადიოაქტიური გამოსხივეა წარმოადგენს. ბევრი ადამიანი არცკი დაფიქრებულა, რამდენად ძლიერად გვიცავს ჩვენი პლანეტა ამ გამოსხივებისგან (მოგზაურობა დედამიწის მაგნიტურ სარტყელში). კოსმოსში მყოფი ასტრონავტები, კოსმოსური, მზიური და გეომეგნიტური რადიაციის ერთდროულ ზემოქმედებას განიცდიან. სამივე მათგანი კოსმოსში იმდენად ძლიერი და კონცენტრირებულია, რომ ასტრონავტები თვალების დახუჭვის მერეც კი ელვარე ანთებებს ”ხედავენ”, რადგან კოსმოსური სხივები მათი ოპტიკური ნერვების ბომბარდირებას ისევ აგრძელებენ.
კოსმოსური რადიაციისგან დამცავი საშუალებების შექმნაზე მეცნიერები თავდაუზოგავად მუშაობენ, თუმცა ეს დაცვაც მეორადი გამოსხივების წყარო ხდება. დამცავ მასალაზე მაღალი ენერიის მქონე ნაწილაკის შეჯახებისას, გამა-სხივები და ნეიტრონების ნაკადები ჩნდებიან(”აღვმართოთ ჯავშნები და მარსზე გაფრენისთვისაც მზად ვართ”; დამცავი ველი: როგორც კინოში; კოსმოსის დამპყრობლის ჭეშმარიტი სახე).