უწონობით მომრგვალებული გული

 ჩვეული სიმძიმის ძლის შესუსტებისას ჩვენი გული კიდევ უფრო სფერული ფორმის ხდება, რაც ასტრონავტების გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში არსებული ანომალიის მიზეზი შეიძლება იყოს(Medical Xpress).

 კოსმოსში ფრენისას გამოვლენილი ფიზიოლოგიური ცვლილებების შესახებ სულ უფრო მეტი ნაშრომები ქვეყნდება. ამ კვლევების შედეგები ყოველთვის იმედის მომცემი არ არის იმათთვის, ვინც კოსმოსური მოგზაურობების სრულ უსაფრთხოებაშია დარწმუნებული. უწონობა რომ კუნთებზე ცუდად მოქმედებს ყველას გაგვიგია, თუმცა, როგორც ირკვევა, კოსმოსის უკუჩვენება თვალებსა და ნერვებსაც ეხება(კოსმოსში ფრენა ასტრონავტების ვიზუალური აღქმის აპარატზე მოქმედებს).

 დედამიწაზე დაბრუნებული ასტრონავტები თავბრუსხვევასა და ორთოსტატიკურ კოლაფსს უჩივიან, როცა ფეხზე ადგომისას სისხლის წნევა მკვეთრად ეცემა. ყველაფერთან ერთად კოსმოსურ ფრენებს არითმიაც ახლავს თან.
გულ-სისხლძარღვთა ანომალიის ერთ-ერთი მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ კოსმოსში გული ფორმას იცვლის, როგორც ეს ჯეიმს თომასმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს(კლივლენდის საავადმყოფო, ა.შ.შ.). ასტრონავტთა გულები 9,4 პროცენტით მრგვალდებიან.

 დედამიწაზე დაბრუნების მერე გული ჩვეულ ფორმას იბრუნებს. თუმცა უწონობაში ყოფნისას ფორმაშეცვლილი გული ორგანიზმზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს – გულის ეფექტური მუშაობა, რამდენად კარგად ტუმბავს სისხლს, მის ფორმაზე პირდაპირ არის დამოკიდებული.

 შესაძლებელია, არსებობს გრძელვადიანი ეფექტებიც, დაკავშირებული გულის მომრგვალებასთან უწონობაში, თუმცა როგორ შეიძლება გამოვლინდნენ ისინი, ჯერ კიდევ კვლევის საგანია(როგორ მოქმედებს უწონობა ასტრონავტებზე?; კიდევ ასტრონავტების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.