ამ ორი ელვარე ციური ობიექტიდან ერთ-ერთი, ძალიან მოძრავია. ყველასათვის ცნობილი პოლარული ვარსკვლავი მარჯვნივაა. მიუხედავად იმისა, რომ ელვარე ვარსკვლავების რეიტინგში მხოლოდ ორმოცდამეხუთეა(სირიუსი), პოლარული ვარსკვლავი, ცის თაღზე თავისი თითქოსდა უძრაობით არის სახელგანთქმული. საკმარისია ერთხელ მოძებნოთ ცის თაღზე, ის ყოველთვის იმავე ადგილზე დაგხვდებათ, ყოველი დღე და ღამე, თქვენი სიცოცხლის ბოლომდე. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძის ჩრდილოეთი ბოლო ნაწილი, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსს უწოდებებ, პრაქტიკულად პირდაპირ პოლარული ვარსკვლავისკენაა მიმართული(დედამიწის ღერძის პრეცესია და ნუტაცია). ფოტოზე მარცხნივ მდებარე ლოვჯოის კომეტა, თითქმის 10 მილიონჯერ უფრო ახლოსაა ჩვენთან და თავის მდებარეობას ყოველ რამდენიმე საათში შესამჩნევად იცვლის. ფოტოსურათი წინა კვირას არის გადაღბული. ეს გიგანტური თოვლისა და ტალახის გუნდა, ოფიციალური სახელით C/2014 Q2(ლოვჯოი), მზის სიტემის კიდეებიდან მოფრინდა და ცაზე პოლარულ ვარსკვლავთან ახლოს კიდევ რამდენიმე კვირა დარჩება(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი). ეს დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლები ბინოკლებითა და პატარა ტელესკოპებით შეიარაღდნენ, რათე ეს მომწვანო ყინულოვანი სტუმარი დაინახონ. ამისათვის კარგი ვარსკვკავური რუკაც შეიძლება დაგჭირდეთ(ჩრდილოეთისა და სამხრეთის პოლარული ვარსკვლავები; ლოვჯოი; ვარსკვლავური სიდიდე; ქართველი ასტრომოყვარულის მიერ გადაღებული ლოვჯოი).
პოლარული ვარსკვლავი და ლოვჯოის კომეტა
Posted by