ლოვჯოი სფერული გროვას წინ

 ლოვჯოის კომეტა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მის დასანახავად, გარეთ დაბნელებიდან ერთი საათის მერევე უნდა გამოხვიდეთ და ორიონის ცნობილი სამი ვარსკვლავიდან მარჯვნივ გადღბნილი ლაქა ეძებეთ. კარგი იქნება თუ ბინოკლსა და ცის რუკასაც გამოიყენებთ. ამ ფოტოზე კომეტა C/2014 Q2 ლოვჯოი თბილისიდან არის გადაღებული, როცა ის სფერული ვარსკვლავური გროვა M79-ის წინ მოძრაობდა. გროვა ელვარე სქელი წერტილის სახით ჩანს, კომეტის მომწვანო ბირთვიდან მარცნივ და მაღლა. ლოვჯოის ბირთვი გიგანტურ ტალახიან აისბერგს წარმოადგენს, რომელიც გაზს აფრქვევს და რთული სტრუქტურის მქონე გრძელ იონურ კუდს წარმოქმნის. სავარაუდოდ, იანვარში ჩრდილოელი დამკვირვებლებისთვის კომეტა კიდევ უფრო ადვილი შესამჩნევი იქნება, რადგან სულ უფრო ადრე დაიწყებს გამოჩენას და ელვარებასაც მოუმატებს. ლოვჯოის კომეტა მზის სისტემის შიგა რეგიონში პირველად არ მოგზაურობს, ეს ხანგრძლივპერიოდიანი(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; ჰეილ-ბოპის კომეტა) მოხეტიალე კიდევ დაბრუნდება… დაახლოებით 8000 წლის მერე(კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.