ორიონის თანავარსკვლავედი, მხოლოდ ერთ რიგში გამწკრივებული სამი ვარსკვლავი არაა. კოსმოსის ეს ნაწილი შთამბეჭდავი ნისლეულებით არის მდიდარი. ცის ამ ნაწილის სილამაზის შესაფასებლად, 2013 და 2014 წლების შუალედში, ეს უკიდურესად დიდი დაყოვნებით მიღებული გამოსახულება იქნა შექმნილი. 1400 ფოტოიანმა კოლაჟმა, მთლიანობაში, კამერის 212 საათიანი მუშაობა მოითხოვა და კიდევ კომპიუტერული დამუშავების ერთი წელიწადი. მისი კუთხური ზომა, სავსე მთავრისაზე 40-ჯერ მეტია. ასეთი დიდი ხანგრძლივობის ექსპოზიციის ხარჯზე გამოჩენილ საიტერესო ობიექტთა შორის, განსაკუთებულ ყურადღბას მაინც ბარნარდის რკალი იქცევს – წრიული ფორმის ელვარე წითელი, ბიჭკოსმაგავრი სტრუქტურა, რომელიც გამოსახულების შუა ნაწილიდან გამოდის. ზედა ნაწილში, ნაკლებად ცნობილი ნისლეული, ორიონის ლამბდა ჩანს, რომელიც მარცხენა მაღალ კუთხეში მდებარე როზეტაზე დიდია. წითელი გიგანტი ბეტელგეიზე, ცენტრიდან ოდნავ ზემოთ, ხოლო ელვარე მოცისფრო რიგელი, მარჯვნივ ქვემოთ ჩანს. სხვა ხილვადი ნისლეულების გარდა, ჩანს ალქაჯის თავი, ცეცხლის ალი, მელია და ცხენის თავი. ასე ძალიან გადატვირთულ სურათზე, ორიონის წელის შემადგენელი სამი ვარსკვლავის მოძებნა არც ისე ადვილია, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, ცენტრიდან ოდნავ ქვემოთ და მარჯვნივ დაინახავთ.
ორიონი 212 საათიანი დაყოვნებით
Posted by