ინფრაწითელ დიაპაზონში, ყველაზე უფრო ღრმა დამზერით მიღებული ორიონის ნისლეულის გამოსახულება, აქამდე უცნობი მცირედ მასიური ვარსკვლავებისა და ალბათ, თავისუფლად მოლივლივე პლანეტების(მოხეტიალე) საბადოს წარმოგვიდგენს. ორიონის ნისლეული, იგივე M42, რომლამდე მანძილიც 1300 სინათლის წელია, დედამიწასთან ყველზე ახლოს მდებარე ვარსკვლვათ წარმომქმნელი რეგიონია. ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ჩილე) ყველაზე დიდი ტელესკოპებიდან(VLT) ერთ-ერთზე დაყენებული სპეციალური კამერა HAWK-I, ნისლეულის მომცველი მტვრის მიღმა ჩახედვის საშულებას გვაძლევს. მაღალი გარჩევადობის ინფრაწითელ გამოსახულებაზე უამრავი ელვარე წერტილი ჩანს, რომელთა უმრავლესობა, ნამდვილად ყავისფერი ჯუჯებია, დანარჩენი კი მოულოდნელად მრავალრიცხოვანი მოხეტიალე პლანეტები. ამ მცირედმასიური ობიექტების ჩამოყალიბების მექანიზმის შესწავლა, საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ, როგორ ხდებოდა მზის სისტემის ფორმირება მისი ევოლუციის ადრეულ სტადიაზე(ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ; ორიონის ნისლეულის დიდების გალერეა).
ორიონის ინფრაწითელი გამოსახულება HAWK-I-გან
Posted by