ორიონის დელტა – სამმაგი ვარსკვლავი

 რენტგენის დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ობსერვატორიის – „ჩანდრა“, საშუალებით ასტრონომებმა „ორიონის წელში“ მდებარე სამმაგი ვარსკვლავის კვლევა ჩაატარეს.

 ორიონის თანავარსკვლავედის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი, რაღა თქმა უნდა, არის ბეტელგეიზე – წითელი ზეგიგანტი, რომელიც მალე, კოსმოსური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ზეახლად აფეთქდება, თუმცა, ორიონის არა მარტო ეს ვარსკვლავია საინტერესო.

 ორიონის დელტა, მაგალითად, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და შეიძლება ერთი ვარსკვლავი გვეგონოს, სინამდვილეში კი გიგანტური ვარსკვლავებისგან შემდგარი სამმაგი ვარსკვლავია(ალნიტაკი, ალნილამი, მინტაკა). ამასთან ერთად, სამივე ვარსკვლავი დაკვირვებისთვის კარგი კუთხით მდებარეობს დედამიწის მიმართ, ყოველი 5,7 დღის მერე ერთი ვარსკვლავი მეორეს წინ ექცევა, რაც სისტემის დეტალური შესწავლის საშუალებას აძლევს მეცნიერებს.

orionis delta 2 სისტემის მთავარი ვარსკვლავი, მზეზე 25-ჯერ მასიური ორიონის დელტა(Delta Ori Aa), გარემო სივრცეს უძლიერესი ვარსკვლავური ქარებით აცხელებს და უმთავრეს როლს თამაშობს მის ფორმირებაში.

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ვარსკვლავური ქარების შემადგენელი ნაწილაკების შეჯახებებით წარმოქნილი რენტგენის გამოსხივების მეტი ნაწილი, სისტემის ორი მთავარი ვარსკვლავისგან არის ინიცირებული. ხსენებული კვლევების ჩატარებამდე, ერთმანეთის მიმართ „ნასროლი“ ნაწილაკების ნაკადებით, ამ ორი ვარსკვლავის ზედაპირებიდან გამოსხივებული რენტგენის პარამეტრები გამოცანად რჩებოდა. ოპტიკური ტელესკოპებიდან მიღებულ მონაცემებთან კომბინაციაში, მეცნიერებმა უკვე, ორიონის დელტასა და მის გარემოში მიმავალ პროცესებზე დეტალური წარმოდგენა მიიღეს(ვარსკვლავებზე მოკლედ და ვრცლად; ორიონი)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.