1930 წლის 18 თებერვალს, რამდენიმე წლის ძებნის მერე, ქლაიდ თომბომ, ჯუჯა პლანეტა პლუტონი აღმოაჩინა. მაშინ ის ვერ აცნობიერებდა, რომ ეს ყინულოვანი ობიექტი მცირე სხეულთა უზარმაზარი სარტყელის ნაწილი იყო, რომელიც კოიპერის სარტყელის სახელით არის ცნობილი.
„კოიპერის სარტყელი ობიექტთა ნაკრებს წარმოადგენს, რომლებიც ნეპტუნის ორბიტის იქეთ მდებარეობს და რომ არა ამ პლანეტის გრავიტაცია, ისინიც პლანეტად შეიკრიბებოდა. ამჟამდ, ისინი ფრაგმენტების სარტყელს წარმოადგენს, მზის სისტემის ფორმირების დროინდელ ნარჩენს“ – ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლანეტური ასტრონომიის პროფესორი, მაიკ ბრაუნი. ის, პირველ რიგში ცნობილია, როგორც პლუტონის „მკვლელი“ (მანამდე, პლუტონი, მზის სისტემის მეცხრე პლანეტად ითვლებოდა), კოიპერის სარტყელში ერისისა და სხვა ობიექტების აღმოჩენის გამო (ჰიპოთეზა გაზურმტვროვანი დისკოს შესახებ).
1951 წელს, ნიდერლანდელი ასტრონომი, ჯერარდ კოიპერი ამბობდა, რომ ნეპტუნის გამო იქაური ფრაგმენტები ერთმანეთს ძალიან არის დაშორებული და პლანეტად შეკრება არ შეუძლია. მან იწინასწარმეტყველა, რომ იქ, ყინულოვან ობიექტთა მცირე „კოლექცია“ უნდა არსებობდეს. დროდადრო, ერთ-ერთი მათგანი სარტყელიდან ვარდება და მზის სისტემის შიგნით კომეტის სახით დახეტიალობს. ამ სარტყელის არსებობას ასტრონომთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამით მზის სისტემის კიდეზე დიდი პლანეტების არ არსებობა აიხსნებოდა.
კოიპერის სარტყელი, მზის სისტემის კიდევ ერთ საიდუმლოს ხსნის: საიდან მოდიან კომეტები. ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ სარტყელის ობიექტები მართლაც არსებობს, თუმცა, მხოლოდ პლუტონის შესახებ იყო ცნობილი. რამდენიმე ყინულოვანი ობიექტი სატურნსა და ურანს შორის იქნა აღმოჩენილი, ნეპტუნთან ახლოს კი არაფერი.
ხუთწლიანი დაკვირვებების მერე, ასტრონომებმა, დევიდ ჯიუთმა და ჯეინ ლუმ, ტელესკოპებზე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, 1992 წელს, კოიპერის სარტყლის ნამდვილად არსებობა დაამტკიცეს. მათ პლუტონის ზომის ობიექტი აღმოაჩინეს. 6 თვის მერე გამოჩნდა მეორე ობიექტიც, შემდეგ კი სხვებიც.
სარტყელში ათასზე მეტი 1000 კმ-მდე ზომის ობიექტია, 7000-მდე 100 კმ. დიამეტრისაა, 450 000 კი 50 კმ-ზე მეტი ზომის (ანომალურად დაბალი სიმკვრივის ობიექტი კოიპერის სარტყელში; ”ახლი ჰორიზონტები”: ქირონის პირველი ფოტოები; კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; ყველაზე პატარა ობიექტი კოიპერის სარტყელში; „ახალი ჰორიზონტები“).