თანამედროვე მეცნიერები, ძირითადათ, იმაზე თანხმდებიან, რომ მთვარე, დედამიწასთან მარსის ზომის ობიექტის დაჯახების მერე გაჩნდა. ამ დარტყმის შედეგად უამრავი ნამსხვრევი გამოიტყორცნა(ძირითადათ ჰიპოთეტური პლანეტისა), რომლებიც მოგვიანებით ჯერ ფრაგმენტების დისკოდ, შემდეგ კი მთვარედ ჩამოყალიბდნენ.
პროფესორი რობინ კენაპი აღნიშნავს – ამ თეორიის პრობლემა იმაშია, რომ სინამდვილეში მთვარის შემადგენელი, ყოველ შემთხვევაში მისი ზედაპირის, გაცილებით ახლოა დედამიწის შემადგენელთან, ვიდრე ამ თეორიიდან გამომდინარეობს. სილიკატების ნიმუშებს, რომლებიც პილოტირებულმა მისიებმა ჩამოიტანეს, იგივე იზოტოპური შემადგენელი აქვთ, როგორც დედამიწაზე. შესაძლებელია, რომ დედამიწასთან შეჯახებული ობიექტი ჩვენს პლანეტას ძალიან ჰგავდა, ან მარსს. საკითხში უკეთ გასარკვევად ვენერაზე მისია უნდა გაიგზავნოს, თვლის კენაპი. თუ ვენერადან აღებული იზოტოპების ნიმუშები დედამიწისას ჰგვანან, მაშინ მთვარისა და დედამიწის ერთნაირი შემადგენელი გასაკვირი აღარ იქნება(აპოლონ 16: მოგზაურობა მთვარეზე).
მეცნიერები სხვა თეორიებსაც განიხილავენ, რომლებიც არა მარტო მთვარის წარმომავლობის ახსნას ცდილობენ, არამედ მთავრისა და დედამიწის თანაგანვითარებასაც, იმ კავშირს, რომელიც ამ ორ ობიექტს შორის ამჟამად დაიმზირება. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შორეულ წარსულში დედამიწა თავისი ღერძის გარშემო გაცილებით სწრაფად ბრუნავდა, ვიდრე ახლა და მისი ზედაპირიდან უამრავი ნამსხვრევის ამოგლეჯა მცირე შეჯახებასაც კი შეეძლო, რომელთაგანაც მოგვიანებით მთვარე გაჩნდა.
კენაპი თავის ნაშრომში ხასგასმით აღნიშნავს: თუ ჩვენ ჩვენი პლანეტის შესახებ მეტი გვინდა გავიგოთ, მთვარის ამბავიც აუცილებლად უნდა გავარკვიოთ. ამისათვის კი მეტი მონაცემია საჭირო, ხოლო ამ მონაცემთა დაგროვება ვენერადან უნდა დავიწყოთ(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ;10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე; მთვარის ცეცხლოვანი წარსული).