“ცნობისმოყვარემ” მეასიათასედ გაისროლა…

 2012 წლის აგვისტოში მარსის ზედაპირზე დაშვების მომენტიდან(შიშის 7 წუთი), ყველაზე უფრო დიდმა და მოწინავე ამერიკულმა მარსმავალმა(ყველაზე მაგარი მანქანა…), მარსული ქანების მიმართულებით თავისი ლაზერიდან, რომელიც ინსტრუმენტ ChemCam-ის შემადგენლობაში შედის, უკვე ასიათასზე მეტჯერ გაისროლა. წარმოდგენილ ფოტოზე მარსული ქანი სახელად ”Ithaca” ჩანს. კამერა ChemCam-ის მიერ გაკეთებული ფოტო ”ცნობისმოყვარეს” მიერ გაკეთებული გასროლების მოზაიკის დემონსტრირებას ახდენს.

 მასშტაბი დაახლოებით 1 სანტიმეტრია, ხოლო ”Ithaca”, მარსმავლის ზედა ანძიდან, რომელზეც ლაზერი და მიკროკამერაა განლაგებული, 4,04 მეტრის დისტანციაზე მდებარეობს. მარსის ზედაპირზე ყოფნის განმავლობაში ამ კამერამ დედამიწაზე 1600-ზე მეტი გამოსახულება გადმოსცა(როგორ მუშაობს ლაზერი).

kuriositis laze measiatase 2 speqtri

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.