მზის სისტემის შორეული ობიექტის უჩვეულო ორბიტა

 ასტრონომებმა, მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც სამჯერ უფრო შორსაა მზიდან, ვიდრე პლუტონი. ახალი ჯუჯა პლანეტის უჩვეულო ორბიტა, მეცნიერებს აიძულებს, მასზე უცნობი პლანეტის ან ვარსკვლავის ზემოქმდების კვალი ეძებონ(Science News).

 ჯუჯა პლანეტა V774104, 2015 წლის ოქტომერს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 500-დან 1000 კმ-მდე უნდა იყოს. ორბიტის ზუსტი პარამეტრების დასადგენად, მინიმუმ ერთი წელი მაინც იქნება საჭირო. ახლა V774104, მზეს 15,4 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული(103 ასტრონომიული ერთეული. 1 ა.ე. = 150 მლნ.კმ, დედამიწა-მზეს შორის საშაულო მანძილი).

 თუ ეს ობიექტი, მზემდე მანძილს შეამცირებს, მაშინ კარგად ცნობილი გაყინული ობიექტების სიაში შევა, რომელთა ორბიტები, ნეპტუნის გრავიტაციული ზემოქმედებით აიხსნება.

 კიდევ უფრო შორს გადაადგილების შემთხვევაში, V774104 ერთ-ერთი გამონაკლისი იქნება, სედნასა და 2012 წელს აღმოჩენილ VP113-თან ერთად. ეს ჯუჯა პლანეტები, 50 ა.ე-ზე ახლოს არასოდეს უახლოვდება მზეს, ზოგჯერ კი 1000 ა.ე-მდე შორდება მას. აღმოჩენის ავტორი სქოთ შეფარდი, მათ ”ოორტის ღრუბლის შიდა ობიექტებს” უწოდებს, რათა კოიპერის სარტყელის(30-50 ა.ე.) ციური სხეულებისგან გამოაცალკევოს.

 ყველაზე უფრო საინტერესი ისაა, რომ მათი წაგრძელებული ორბიტების ახსნა, მზის სისტემის მოწყობის კანონებით ვერ აიხსენბა. ორბიტების დამახინჯება, სადღაც კიდევ ურო შორს მდებარე, ან სულაც, მზის სისტემიდან გასული გიგანტური პლანეტის ზემოქმედებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელმაც ეს შორეული ობიექტები მიყარ-მოყარა(სად დაიმალა პლანეტა X?). სხვების აზრით, ეს ყველაფერი იმ შორეული ეპოქის გამოძახილია, როცა პროტო-მზე სხვა ”ვარსკვლავური აკვნებით” იყო გარსშემორტყმული.


იაპონური სუბარუ.

 ეს აღმოჩენა შეფარდმა, სუბარუს(იაპონია. კუნძული მაუნა-კეა, ჰავაი) 8,2 მეტრიანი ტელესკოპის საშუალებით მოახდინა. აქამდე, მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტის ტიტული, 2005 წელს მაიკ ბრაუნის მიერ აღმოჩნილ ერისს(97 ა.ე.) ეკუთვნოდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.