კიდევ ერთი ობიექტი მზის სისტემის კიდესთან

 კარნეგის ინსტიტუტის მეცნიერებმა(ვაშინგტონი, ა.შ.შ.), კოლეგებთან ერთად ჯემინის ობსერვატორიიდან, მზის სისტემის ყველაზე შორს მდებარე ობიექტი აღმოაჩინეს, ჯუჯა პლანეტა – 2012 VP113(carnegiescience).

 ასტრონომთა ვარაუდით, ეს ობიექტი ერთ-ერთია იმ ათასიდან, რომლებიც ოორტის ღრუბლის შიდა ნაწილში მოძრაობენ. უფრო მეტიც, კვლევაში ნახსენებია ობიექტი, მდებარე მზის სისტემის კარიბჭესთან, რომელსაც დედამიწაზე 10-ჯერ მეტი დიამეტრი შეიძლება ჰქონდეს და 2012 VP113-ის მოძრაობაზე ახდენდეს ზეგავლენას(სად დაიმალა პლანეტა X?).

 არსებული წარმოდგენების მიხედვით, მზის სიტემა სამ რეგიონად შეიძლება დაიყოს. პირველში, მზესთან ახლოს, კლდოვანი პლანეტები მდებარეობენ, მაერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი. შემდეგ გაზური გიგანტები მოდიან – იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი. ამათ კოიპერის სარტყელი მოსდევს(მოკლედ კოიპერის შესახებ), მდებარე ნეპტუნის ორბიტის იქეთ. კიდევ უფრო შორეულ რეგიონებზე ბევრი არაფერია ცნობილი. დღეისათვის მხოლოდ ერთი ობიექტია აღმოჩენილი, ჯუჯა პლანეტ – სედნა. 2012 VP113 კიდევ უფრო შორსაა(მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

 სედნა 2003 წელს აღმოაჩინეს. ითვლებოდა, რომ ის უნიკალური ობიექტია. თუმცა კიდევ ერთი ჯუჯას აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ამ რეგიონში კიდევ ბევრი ასეთი შეიძლება იყოს. 2012 VP113-ის პერიჰელიუმი 80 ასტრონომიულ ერთეულს(ა.ე.) უტოლდება. სედნასი – 76 ა.ე. შედარებისთვის, კლდოვანი პლანეტებისა ასტეროიდების ეს მნიშვნელობა 0,39 – 4,2 ა.ე-ს, გაზური გიგანტებისთვის 5 – 30 ა.ე-ს, კოიპერის სარტყელის ობიექტათვის 30 – 50 ა.ე-ს უტოლდება(1 ა.ე. = 150 000 000 კმ. მანძილი დედამიწიდან მზემდე).

 მეცნიერთა ვარაუდით, სედნასა და 2012 VP113-ის ორბიტების მქონე კიდევ 900 ობიექტი შეიძლება არსებობდეს, ზომებით 1000 კმ-ზე მეტი. სედნას ობიტის განსაკუთრებულება, ასევე 2012 VP113-სა და სხვა ობიექტებისა კოიპერის სარტყელის შიგა ნაწილში, მაისური ობიექტის არსებებაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომელიც მათ ერთად აგროვებს. ობიექტამდე მანძილი რამდენიმე ასეული ა.ე. შეიძლება იყოს(ნიბირუ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.