მეეტლეს AE და ალმოდებული ნისლეული

 მეეტლეს AE-ზე მართლა ხანძარი მძვინვარებს? არა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარსკვლავს ალმოდებულს უწოდებენ, მის შემომფარგლავ ნისლულს (IC 405) კი ცეცხლმოკიდებული ვარსკვლავის ნისლეულს, ცეცხლი იქ არ არის. წვა არის ჟანგბადთან სწრაფი შეერთების რეაქციაა. წვა მაშინ ხდება, როცა დიდი რაოდენობით თავისუფალი ჟანგბადი გვაქვს. ენერგიით გადაჯერებულსა და ჟანგბადით ღარიბ სივრცეებს, რომლებიც ვარსკვლავებისთვისაა დამახასიათებელი, ზემოთ ხსენებულ რეაქციასთან საერთო არაფერი აქვს. კვამლის სახით წამოდგენილი ნივთიერება, ძირითადად, ვარსკვლავთშორისი წყალბადია, რომლისგან წარმოქნილ ღრუბლებში, ნახშირბადით მდიდარი მტვრის ნაწილაკების, ბნელი, ბოჭკოსებრი სტრუქტურებიც ხშირად გვხვდება. ელვარე ვარსკვლავი მეეტლეს AE, რომელიც ამ გამოსახულების მარჯვენა ნაწილში დაიმზირება, იმდენად ცხელია, რომ მისი მძლავრი ცისფერი ნათება, შემომფარგლავი გაზის ატომებიდან ელექტრონებს აგდებს და აიონიზირებს მას. როცა პროტონი ისევ გამოიჭერს ელექტრონს, წითელი სინათლე გამოსხივდება (ბორის ატომი), რომელიც შემომფარგლავ ნისლეულს აფერადებს. წარმოდგენილ ნისლეულამდე მანძილი 1500 სინათლის წელია. 5 სინათლის წლის ზომის ნისლეულის დანახვა პატარა ტელესკოპითაც არის შესაძლებელი, მეეტლეს თანავარსკვლავედის მიმართულებით (ვარსკვლავებზე ვრცლად).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.