ინოვაციური და თერმობირთვული კვლევების ინსტიტუტის(ТРИНИТИ) მეცნიერემა ტუნგუსკის მეტეორიტის აფეთქების მიზეზად თერმობირთვული რეაქცია დაასახელა. ფიზიკოსის დასკვნები კატასტროფას გადარჩნილი ხეების ფისში ჰელიუმ-3-ის ანომალური რაოდენობის აღმოჩენას ეფუძნება(РИА Новости).
ამ მეცნიერის მოხსენება ჩელიაბინსკის მეტეორტიტთან დაკავშირებულ კონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი. არც arXiv.org-ის არქივში, არც საძიებო სისტემებით ინდექსირებულ შემეცნებით ჟურნალებში ეს ტექსტი ჯერჯერობით არ გამოჩენილა.
ჰელიუმი-3, ვლადიმირ ალექსეევის აზრით, თრითიუმის(წყალბადის ატომი ორი ნეიტრონით ერთ პროტონზე) დაშლით გაჩნდა. ბეტა-დაშლის(სუსტი ურთიერთქმედება; ბეტა დაშლა) ხარჯზე თრითიუმის ერთი ნეიტრონი პროტონად იქცევა და ჰელიუმ-3-ს ვღებულობთ(ატომი). ТРИНИТИ-ს ფიზიკოსის ჰიპოთეზის მიხედვით თრითიუმის ჭარბი რაოდენობა ტუნგუსკის მეტეორიტის თერმობირთვული აფეთქებით წარმოიქმნა. ალექსეევი დასძენს, რომ ჰელიუმ-3-ის მსგავსი რაოდენობა ჩელიაბინსკთან ახლოს ჩამოვარდნილ ფრაგმენტებშიც აღმოჩნდა: ეს, მისი აზრით, აფეთქების თერმობირთვულ ბუნებაზე უნდა მიუთითებდეს. მეცნიერი აღნიშნავს, რომ ტუნგუსკიდანაც და ჩელიაბინსკიდანაც აღებულ სინჯებში ჰელიუმ-3-ის რაოდენობა კოსმოსური ობიექტებისთვის დამახასიათებელ რაოდენობაზეც მეტია.
”ასეთი გამდიდრება თრითიუმის ”თბილი” თერმობირთვული სინთეზის შედეგია, რომელიც 100 წლის განმავლობაში ჰელიუმ-3-ად გადაიქცა. სინთეზის ეს სახეობა ტუნგუსკის ობიექტის ზედაპირზე უნდა მომხდარიყო, თუ ის კომეტა იყო, რომელიც ატმოსფეროს სქელ ფენებში იშლებოდა” – ამბობს ალექსეევი.
2013 წელს ამერიკელი, გერმანელი და უკრაინელი გეოლოგრბის ჯგუფმა ჟურნალ Planetary and Space Science-ში გამდნარი ნაწილაკების აღმოჩენის შესახებ განცხადა, რომ აფეთქებული ობიექტი ასტეროიდი იყო და არა კომეტა. მკვრივი ასტეროიდები, რომელსაც ”ჩელიაბინსკელიც” ეკუთვნის ძალიან ცოტა წყალბადს შეიცავენ, რომლის იზოტოპებს თერმობირთვული რეაქციის შედეგად თრითიუმად შეეძლოთ გადაქცევა. დეითერიუმის წყაროს როლში დედამიწის ატმოსფერო გამოდის, თუმცა ასეთ შემთხვევაში გაურკვეველი რჩება, რა რაოდენობით სინთეზირდებოდნენ თრითიუმი და ჰელიუმ-3. რეაქცია აზოტი-14-ის მონაწილეობით ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამ იზოტოპის, მონიმუმ 4 მეგაელექტრონვოლტის სიმძლავრის ნეიტრონებით დასხივებას მოითხოვს. სხვა მეტეორიტების შიგნით გეოლოგები თრითიუმს სამოციანი წლების დასაწყისშიც ნახულობდნენ, თუმცა მისი რაოდენობა ამ ელემენტის კოსმოსური სხივებით წარმოქმნის მოდელს არ ეწინააღმდეგებოდა, არა თერმობირთვული რეაქციით ატმოსფეროში შემოჭრის დროს. მოხსენებაში არ არის მითითებული, რანაირად შენარჩუნდა ამ რეაქციებში მოხვედრილი ფრაგმენტები: კვლევებით, რომლებიც სხვა სპეციალისტებმა ჩაატარეს, შედარებით თხელი, ნადნობი ქერქი აღმოჩნდა, ერთ მილიმეტრზე მცირე. მთის ქანების ნიმუშები, მსგავსი სიმძლავრის ატომური აფეთქებების(ასეული კილოტონიდან მეგატონამდე, ტროტილურ ექვივალენტში) ადგილებიდან, რამდენიმე სანტიმეტრის ზომების შუშისმაგვარ ნადნობ მასაებს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ჩელიაბინსკთან ახლოს მდებარე რადიოაქტიური მდგომარეობის მონიტორინგის სადგურს რაიმე საეჭვო არ დაუფიქსირებიათ, თუმცა ალექსევის ჰიპოთეზა, აფეთქების დროს, მაიონიზირებელი გამოსხივებისკენ მიუთითებს. სხვა მეცნიერების მიერ ადრე წარმოდგენილი მოდელები, არაატომურ აფეთქებას ვარაუდობენ, აფეთქებას მხოლოდ აეროდინამიური პროცესების ხარჯზე.
ვიტიმის ბოლიდის ჩამოვარდნის ადგილზე თრითიუმის აღმოჩენის შესახებ უფოლოგიური ორგანიზაცია ”კოსმოპოისკის” წევრებმა განაცხადეს, თუმცა ეს მონაცემები მეცნიერულ ჟურნალებში არ მოხვედრილა.
მეცნიერმა მეტეორიტების აფეთქებებს თერმობირთვული რეაქცია უწოდა
Posted by